პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რიმა ბერაძე პაატა მანჯგალაძეს უკან მიეპარა და თავში ფურცლები ჩაარტყა.
ერთმანეთს დიმიტრი სამხარაძე და ლევან ხაბეიშვილიც დაუპირისპირდნენ. ,,ოცნების” დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ოპონენტის მისამართით ბოთლი ისროლა. ოპონენტებს დეპუტატები აშველებენ.