„ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი“ – Freedom House

„ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი,  ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით. კანონი მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს“ – აცხადებენ Freedom House- ში.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, აღნიშნულია, რომ კანონი სამოქალაქო სექტორის დასჯას ითვალისწინებს.

„თუ ამ კანონის მიღება მოხდება, ის სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი,  ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით  და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს“ – აღნიშნულია განცხდებაში.

ორგანიზაცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, გაიწვიოს კანონი.

„შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ“ – Freedom House

 

მსგავსი თემები