ფრენა სახელმწიფო კონტროლის, რეგულაციების, კანონმდებლობის გარეშე – პარაპლანით ფრენაზე კანონმდებლობა არ არსებობს  

„გამოდის, რომ თუ შს მინისტრმა  თქვა, დაფრინავენ –  თუ თქვა არა, არ დაფრინავენ“ – სწორედ ეს არის სფერო, რომელსაც არც მაკონტროლებელი გყავს და არც კანონმდებლობა ავალდებულებს რამეს.

მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღის წესრიგში ისევ დადგა საკითხი – აიკრძალოს თუ არა პარაპლანით ფრენა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც რომელზეც არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არსებობს, სახელმწიფო დონეზე არავინ არაფერს ითხოვს და არავინ არაფერს ავალდებულებს.

აღნიშნულ თემაზე მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა.

„ის ადგილი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, გარკვეული ქარის შემთხვევაში რთული და სახიფათო საფრენია. 50 კაცი რომ დაფრინავდეს და არავინ არავითარ წესებს არ ემორჩილებოდეს, 3 უბედური შემთხვევა კი არა, უბედური შემთხვევები გვექნებოდა დღეგამოშვებით.  ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ მზად ვარ კვალიფიციურ, კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, რადგანაც ეს თემა გულისხმობს კამათს და რეგულაციების შემუშავებას“ – აღნიშნა პარაპლანისტმამედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, სამთო ტურიზმის სკოლა, განათლების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამოქალაქო ავიაცია და სხვა, მათთან ერთად არის ამ საკითხებზე სამუშაო და  შეხვედრა უნდა შედგეს.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა ამ სფეროს სახელმწიფო დონეზე მაკონტროლებელი, პასუხი შემდეგია:

„რას უნდა გულისხმობდეს სახელმწიფო დონეზე ამ თემს კონტროლი და რეგულაცია? აქაც საუბარია ორ განსხვავებულ მოდელზე – სახელმწიფო ერთვება ამ ადამიანების საქმიანობაში ადგილზე, როგორც მომსახურების გამწევი და ოპერატორი (რაც არასწორი მგონია) და მეორე – სახელმწიფო აწესებს რაღაც სტანდარტებს და მის მიხედვით ხდება ასეთი, ისეთი ამნაირი თუ იმნაირი ფრენები. სახელმწიფო სახელმწიფოს კი ვიძახით, მაგრამ ამის უკან იგულისხმება რამე კონკრეტული ინსტიტუტი ან ორგანიზაცია. საკანონმდებლო დონით ახლა, ჯერჯერობით არავინაა ჩართული. იფრინო თუ არ იფრინო, გამოდის, რომ თუ შს მინისტრმა  მინისტრმა  თქვა, დაფრინავენ, თუ თქვა არა, არ დაფრინავენ. რაც არ არის სწორი“ – აღნიშნა პარაპლანის პილოტმა მედიაცენტრ მთავარში.“  

როგორც ირაკლი კაპანაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შეხვედრა, მუშაობა და არარსებული დოკუმენტის შემუშავება.

„იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისითაც ჩვენ პარაპლანისტები ვიყენებთ საჰაერო სივრცეს, ამ საჰაერო სივრცის განკარგვაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოა განმკარგავი და რეგულირდება საჰაერო კოდექსით. ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ მათი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ფრენები უნდა შეჩერდეს, ეს უფრო სწორი იქნებოდა და გამართული. ამ სააგენტოს არსად უწერია, რომ მან პარაპლანებისთვის უნდა შექმნას რამე რეგულაცია. ერთადერთი გამოსავალია, კომისიური წესით რამე დოკუმენტის შექმნა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სფერო, ვისთვისაც ეს ინტერესის სფეროს წარმოადგენს. რეგულაციების მიღების ერთადერთი გზაა კომპეტენტური, კვალიფიციური, დაინტერესებული პირების შეკრება“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ მთვარში“.  

 

 

 

მსგავსი თემები