„წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – მეუფე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის

„მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი.  ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არც ერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“, – აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

მეუფე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნეგატიური კუთხით, დღევანდელ ხელისუფლებასაც არაფერი დაუკლია ქვეყნისთვის, როგორც წინას.

„ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან. ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია, რომ პირდაპირ არ ხვრეტდნენ ქუჩებში ხალხს, თორემ, მათ („ქართულმა ოცნებამ“) დანარჩენი კანონმდებლობით მათზე მეტი პრობლემა შეუქმნეს დღევანდელ საქართველოს.

რეალურად ისეთი ვითარებაა, რომ ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე. ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს.  გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ „ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ“ – აღნიშნა  ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები