ცნობილია ექიმების ვინაობა, ვინც გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში იმყოფებოდნენ  

ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი –  სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. ისინი გუდაურში სამაშველო ჯგუფთან ერთად, პარაპლანით ჩამოვარდნილი ტურისტის გადასარჩენად მიფრინავდნენ.

პარაპლანი კლდეს შეეჯახა, ეკიპაჟი, რომელიც 8 წევრისგან შედგებოდა ასევე ჩამოვარდა და აფეთქდა. ორივე ექიმი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი იმყოფებოდა.

ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი – ყველა დაიღუპა

მსგავსი თემები