„მთელი საქარველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? ზომიერი განცხადების მოლოდინი მქონდა“ – პარაპლანის პილოტი (ვიდეო)

„ყველაფერი ავკრძალოთ, ყველაფერ დავუშვათ – ახლა ეს მოცემულობა გვაქვს. გუშინ ეს მოცემულობა იყო“ –  ეს განცხადება მედიაცენტრ მთავართან“ პარაპლანისტმა პილოტმა, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ გააკეთა.

როგორც პარაპლანის პილოტი აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება პარაპლანით ფრენს აკრძალვასთან დაკავშირებით ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და გაუგებარია.  ყველაფერი იკრძალება? – კითხულობს პილოტი.

„შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობდა ფრენები აიკრძალოს? ფრენა აიკრძალოს საერთოდ ყველაგან, საქართველოში? მე ვერ გავიგე. მთელ საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალოს პარაპლანით ფრენა, ასეა? მე მსგავსი გაცხადება ვერ ვნახე. მესტიაში, აიკრძალოს და არვინ იფრინოს მესტიაში? გუდაურში აიკრძალოს? თბილისის შემოგარენში აიკრძალოს? ფრენა მხოლოდ გუდაურში ხომ არ ხდება? დაფრინავენ გონიოში, საგარეჯოში, მესტიაში, გონიოში, ბახმაროში… ბევრია სტუმარი, რომლებიც ჩამოდიან საფრენად. ერთი კაცი ჩამოვიდა ერთი კვირით საქართველოში იმისთვის, რომ იფრინოს. მორჩა.. ვერსად დაფრინავს?“ – განაცხადა პარაპლანისტმა პილოტმა მედიაცენტრ მთავართან“.

ფედერაცია ითხოვს, ფორმულირება დაზუსტდეს, თუ რა იკრძალება და ეს იყოს გონივრული.

„მინისტრის განცხადება ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძვება. კარგი იქნება თუ ზუსტ ფორმულირებას გააკეთებენ. უფრო მისაღები იქნებოდა, მსგავსი განცხადება შესაბამის უწყებას გაეკეთებინა. მოულოდნელი და კატეგორიული აკრძალვები არასდოროს და არსად უშაობს. უფრო ზომიერი განცხადების მოლოდინი მქონდა“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ საუბარია გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე, როცა პარაპლანით ფრენისას ერთი ტურისტი გარდაიცვალა, ვერტმფრენი კი, რომელიც მის დასახმარებლად ჩაფრინდა, ჩამოვარდა და ეკიპაჟის 8 წევრი ადგილზე დაიღუპა.

პარაპლანის ბიზნესი რეგულაციების გარეშე – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

 

მსგავსი თემები