„არ გაუშვათ წვევამდელები“ – ალექსეი არესტოვიჩი რუს დედებს  მიმართავს

„არ გაუშვათ შვილები პუტინის დაწყებულ ომში“ – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე რუს დედებს მიმართა. მისი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ომში წვევამდელების გაგზავნას ისევ აპირებს.

„რუსეთში პირველი აპრილიდან გაწვევის ახალი კამპანია იწყება. როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღების ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები