რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოთხ მიზეზზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც რუსეთი იძულებული გახდება, უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენის:
- თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით;
- ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი ნებისმიერი მოკავშირეების წინააღმდეგ;
- თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზებას გამოიწვევს;
- თუ ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.