„მე დამიკარგავს შვილი და ვიცი, როგორ მძიმეა ეს ყველაფერი“ – ჯო ბაიდენი ლტოლვილებს

„მე დამიკარგავს შვილი და ვიცი რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელები ფარ-ხმალს დაყრიდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რუსები შეეჯახნენ მებრძოლ უკრაინელებს“ – ასე მიმართა ვარშავაში მყოფმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებს და გზავნილი რუსეთის მოსახლეობასაც გაუგზავნა.

„დიქტატორი, რომელიც ცდილობს ააშენოს იმპერია, ვერასდროს ჩაკლავს თავისუფლების სურვილს. უკრაინა არასდროს დამარცხდება რუსეთთან. უკრაინელების მიდგომამ გააძლიერა დასავლეთი, რუსეთს სურდა ნატო მის თვალთახედვის არეში არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად არის. ის ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა დემოკრატიას.

რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გსურთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. მიუღებელია საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების დაბომბვა; მიუღებელია, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბომბილი ქალაქებიდან გავიდნენ. მილიონობით ოჯახი ახლა გაქცეულია. თქვენს ბაბუებს ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი და ალბათ, გაგიგიათ ისტორია. რუსულმა არმიამ სწორედ ეს გაუკეთა უკრაინას 2022 წელს. 21-ე საუკუნეა, ადამიანებს აქვთ ოცნებები და მისწრაფებები და პუტინის აგრესიამ მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და მიათრევს მე-19 საუკუნისკენ. ეს ომი არ ღირს მოსახლეობის გაწირვად, ეს არის პუტინის ომი“ – მიმართა ჯო ბაიდენმა რუსეთის მოსახლეობას.

„არც იფიქროთ, ნატოს ტერიტორიის ერთ გოჯ მიწაზე შემოხვიდეთ“ – ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

მსგავსი თემები