რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ მებრძოლებს დღეს დაკრძალავენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ. რატიანის ცხედარი ქაშუეთის, ხოლო ბერიაშვილის თემქაზე, მარიამ ეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული.

საქართველოს ორი მოქალაქე, სამშობლოში 24 მარტს, უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში, რუსების მიერ განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. დავით რატიანს და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით ნავთლუღისა და თემქის სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

უკრაინაში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველის ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები