„აღვავლენთ ლოცვებს დავით რატიანის, გიორგი ბერიაშვილისა და ბახვა ჩიქობავასთვის“ – ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო, უკრაინაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

პატრიარქი დიდ მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.

„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი  ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი თემები