დაახლოებით ერთი საათია, მოლაპარაკების მესამე ეტაპი დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის წევრები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას მართავენ. შეხვედრის ადგილი უცვლელია – კრაინა-ბელარუსის საზღვართან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა “ტვიტერზე” სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შეწყვეტაა.

თავის მხრივ, კრემლიც აჟღერებს საკუთარ ულტიმატუმს, რა შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი:  უკრაინამ სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს; კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი გაიწეროს; ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს;  სცნოს „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა.

 

მსგავსი თემები