“მოვუწოდებდი ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ პარლამენტში და აქ გავმართოთ დებატები, არა ქუჩაში, ჭიდაობაში და ერთმანეთის ლანძღვაში” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს. მისივე შეფასებით, ,,როდესაც ჩვენ გვინდა ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი“. მან ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. “რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, თუმცა ბატონმა ალეკო ელისაშვილმა დამისვა მწვავე კითხვა ესებუაზე და პასუხი გავეცი. დისკომფორტი არის პირველ რიგში ქვეყნისთვის და ცუდია. არ მგონია, ჩვენმა გუნდის რომელიმე წევრმა თქვას, რომ ეს კარგია და მოსწონს. როდესაც ჩვენ გვინდა ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი, მოვუწოდებდი ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები არა ქუჩაში, ჭიდაობაში და ერთმანეთის ლანძღვაში. ერთხელ…

მეტი...

პარლამენტთან დაკავებული 8 პირიდან სასამართლომ 2 გაამართლა, სამს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო

პარლამენტის შენობის წინ დაკავებული 8 პირიდან საქალაქო სასამართლომ ორი გაამართლა, სამს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ადვოკატებმა მტკიცებულებების მოსაპოვებლად მეტი დრო ითხოვეს. დაკავებულ ახალგაზრდებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის ბოლოს დასრულდა. მოძრაობა “საქართველოსთვის” და “სირცხვილიას” აქტივისტები რუსთაველის გამზირზე გუშინ სამართალდამცველებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აიყვანეს. მომხდარს წინ უძღოდა ახალგაზრდების მიერ პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობა.

მეტი...

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭს უყრის

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, შეკითხვებს სესიაზე დასვამენ. მანამდე, საკანონმდებლო ორგანომ მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მოუსმინა. გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. „წინა ორი დღე, შაბათი და კვირა გამოყენებული იქნა კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის განსახილველად. ბლოკების მიხედვით იყო დაჯგუფებული სამინისტროები და შესაბამისი კომიტეტები.…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის გატაცებიდან 3 წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გატაცებიდან სამი წელი გავიდა. 35 წლის ახალგაზრდა, ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, თუმცა ისინი ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან.

მეტი...