პარლამენტთან დაკავებული 8 პირიდან სასამართლომ 2 გაამართლა, სამს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო

პარლამენტის შენობის წინ დაკავებული 8 პირიდან საქალაქო სასამართლომ ორი გაამართლა, სამს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ადვოკატებმა მტკიცებულებების მოსაპოვებლად მეტი დრო ითხოვეს.

დაკავებულ ახალგაზრდებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის ბოლოს დასრულდა. მოძრაობა “საქართველოსთვის” და “სირცხვილიას” აქტივისტები რუსთაველის გამზირზე გუშინ სამართალდამცველებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აიყვანეს. მომხდარს წინ უძღოდა ახალგაზრდების მიერ პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობა.

მსგავსი თემები