არჩილ ტატუნაშვილის გატაცებიდან 3 წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გატაცებიდან სამი წელი გავიდა.

35 წლის ახალგაზრდა, ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.

ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, თუმცა ისინი ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან.

მსგავსი თემები