რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. დღეისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან,  ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ,  ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების…

მეტი...

დღეს ცნობილი გახდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის მასპინძელი ქალაქი

მაისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დაანონსებული სხდომა შესაძლოა თბილისში გაიმართოს. სხდომის ჩასატარებლად სტრასბურგი და თბილისი განიხილება. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, გადაწყვეტილებას დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღესაც გახდება ცნობილი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, გაიმართება თუ არა თბილისში. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება. „26 თებერვალს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია,…

მეტი...