საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 744-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
11 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.