მთავრობის ანგარიში, რომელსაც პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ, ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ეხება. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის და ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.
„2022 წელს 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით.
დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი.
ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობის ანგარიშის განხილვა 30 ივნისს იგეგმება, როცა პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივა.