უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიურ ოქროს მედალს მეორე ჩემპიონი ყიდის

უკრაინელი მოკრივე ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, ოლიმპიურ ოქროს მედალს პარაკანოეში ორგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ემელიანოვიც ყიდის. თანხა და უკრაინის ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხმარდება. უკრაინელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი გასულ წელს ტოკიოს პარაოლიმპიადაზე მოიპოვა. „ყველას მოგესალმებით. არ ვიტყვი დილა მშვიდობისას, რადგან ბევრისთვის დილა არ არის კეთილი. მე – სერგეი ემელიანოვი ვგეგმავ იაპონიაში მოპოვებული პარაოლიმპიური ოქროს გაყიდვას უკრაინის დამცველების დასახმარებლად. მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას“, – წერს ჩემპიონი საკუთარ სოციალურ ქსელში. კლიჩკომ უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიური მედალი გაყიდა

მეტი...

რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებით იმუქრება, მსოფლიო უსაფრთხოებას აძლიერებს

რუსეთმა უკვე ღიად დააფიქსირა პოზიცია რომ თუ სხვა გზას არ დაუტოვებენ, ის იძულებული გახდება ქიმიური იარაღი გამოიყენოს. აღნიშნული გზავნილი პუტინის პრესსპიკერმა გააჟღერა. მსოფლიო კი რუსეთს აფრთხილებს და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის. „გავაორმაგეთ ნატოს ჯარები. 40 000-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაშია, უბრალოდ ნატოს ბრძანებას ელოდება, ასევე იზრდება ჯარისკაცების რაოდენობა ამერიკის მხრიდანაც.  ზად ვართ, დავიცვათ ალიანსის ქვეყნები და ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს საკადრისი პასუხი გავცეთ. დანარჩენ გადაწყვეტილებებს უკვე ხვალ მივიღებთ. რაც შეეხება ქიმიურ იარაღებს, პირველ რიგში, ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. ამიტომ, მგონია რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია…

მეტი...

დამატებით ერთი მილიარდი ევრო უკრაინელ ჯარისკაცებს

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებასა და მათ გამძლეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთს ევროპის ბაზარზე ყველანაირი წვდომა უნდა შეეზღუდოს. „შეთანხმდა ევროკავშირში დამატებით ერთი მილიარდი ევროს დახმარება მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს იმ რესურსების ამოწურვას, რომელსაც პუტინი იყენებს საშინელი ომის დასაფინანსებლად. რუსეთს შევუზღუდეთ წვდომა ჩვენს ბაზარზე, რადგან რუსეთმა არ უნდა ისარგებლოს იმავე წესებზე დაფუძნებული წესრიგისგან, რომელსაც თავად მასშტაბურად არღვევს. ჩვენ ვაჩერებთ ევროპულ ინვესტიციებს რუსეთის ენერგოსექტორში, რადგან არ უნდა გავაძლიეროთ ენერგოდამოკიდებულება, რომელიც გვსურს, რომ უკან მოვიტოვოთ. ჩვენი კონტინენტი შეირყა ტექტონიკური ცვლილებებით, რომელიც არ ყოფილა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ“, – განაცხადა ევროკომისიის…

მეტი...

„საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი  

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ურთულეს ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქები ყოველდღიურად ნადგურდება. „ოკუპაციის რეალობა საშინელია. საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ, ასობით ადამიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების პირისპირ. ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. თავისუფლებას აქვს სახელი და მისი სახელია უკრაინა“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიენტმა. მისივე თქმით, ყველას მიზანია, ამ ომში პუტინი დამარცხდეს. „უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ…

მეტი...

„უნდა მივაწოდოთ უკრაინას აღჭურვილობა, რომელიც დაიცავს ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან“ – ნატო პუტინს აფრთხილებს

ნატოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. როგორც ეინს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს არის დანაშაული მთელი მსოფლიოს წინაშე. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, ესაა უპასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ბირთვული ომი ამ კონფლიქტის სტრუქტურას სრულიად შეცვლის. ჩვენ და ასევე გაეროც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან იქნას არიდებული ბირთვული ომი. ხვალ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმის პრევენციას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას აღჭურვილობა, რომელიც მათ დაიცავს ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მისივე შეფასებით, რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს, როცა…

მეტი...

„უკრაინის ალიანში გაწევრიანება ხვალ არ იქნება, თუმცა, პრიორიტეტულია სრული მხარდაჭერა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ხვალ ვერ გახდება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს,  ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია უკრაინის სრული მხარდაჭერა და დახმარება. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის  კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს უკრაინაში. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციას ხელი უნდა შევუშალოთ, რაც ბევრად ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს და უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მან რუსეთი გააფრთხილა, შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მეტი...

„ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია“ – ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის სასტიკი შეჭრა იწვევს სიკვდილს და განადგურებას. მოკავშირეები არიან ერთიანი მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში და კრემლის სისასტიკის წინააღმდეგ. პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი, დაუშვას დახმარება, უსაფრთხო გზა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი და პუტინს დიპლომატიაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „ნატო მოქმედებს სწრაფად და ერთობით მოკავშირეების დასაცავად. მოკავშირეების ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ევროპაში იმყოფება 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი. 40 000 ჯარისკაცი არის პირდაპირ ნატო-ს სარდლობაში, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარისკაცებს აქვთ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა, მათ შორისაა ხუთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ჩრდილოეთ…

მეტი...

„დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს” – ოლაფ შოლცი

„ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ დასავლეთი გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას” –  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა. შოლცმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს თავდასხმა ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსაც. „სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.  

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინასთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების  შეთანხმება დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინასთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება. შეთანხმება, ამ ეტაპზე, ერთწლიანია და მათ შორის თანამგზავრული მონაცემებით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს. უკრაინის დასახმარებლად რესურსების მობილიზებაზე, ასევე, გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში დახმარებასთან დაკავშირებით, უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ 28 თებერვალს განაცხადა.  

მეტი...

რუსეთი არამეგობარ ქვეყენებს გაზს მხოლოდ რუსულ რუბლზე მიჰყიდის  

ვლადიმერ პუტინი „გაზპრომს“ დავალებას აძლევს, არსებულ კონტრაქტებში ცვლილებები შეიტანოს და არამეგობარ ქვეყნებს უცხოურ ვალუტაში არ მოემსახუროს. „მიღებულია გადაწვეტილება, მოხდეს მთელი რიგი ცვლილებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით არამეგობრული ქვეყნებისადმი რუსულ რუბლებში. უარი ვთქვათ იმ ვალუტებზე, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომატირება მოახდინეს. ჩვენი ენერგორესურსებით ვვაჭრობთ მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს საქმიან რეპუტაციას. ცვლილებები მხოლოდ ვალუტას შეეხება. ვთხოვ მთავრობას, დირექტივა მისცეს გაზპრომს შეიტანოს ცვლილებები კონტრაქტებში“ – აცხადებს პუტინი. მან აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად ერთკვირიანი ვადა გასცა.  

მეტი...

უკრაინის საელჩოს, სააკაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით მიმართვა არ მიუღია

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან, ექსპრეზიდენტის ეტაპირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. “მე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მინდა, გითხრათ, რომ საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია ოფიციალური მიმართვა უკრაინის მთავრობის, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

მეტი...

უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით, გაეროში 3 რეზოლუცია განიხილება

​გაერო-ში უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით სამ რეზოლუციას განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მიერ ინიცირებული დოკუმენტია, რომელშიც ნახსენები არ არის უკრაინაში რუსეთის შეჭრა. აღნიშნული დოკუმენტი რუსეთმა კენჭისყრიდან გასულ კვირას მოხსნა, მიზეზად კი, აშშ-ის მიერ წევრ ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა, მხარი არ დაეჭირათ დოკუმენტისთვის. დღეს კი, მოსკოვმა აღნიშნული რეზოლუცია კენჭისყრისთვის დღის წესრიგში კვლავ დააბრუნა. ამას გარდა, დღესვე განიხილება კიდევ ორი რეზოლუცია. დოკუმენტებში მოთხოვნილია უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა და სამოქალაქო პირების, სამედიცინო პერსონალისა და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვა. თუმცა, ამ ორი რეზოლუციიდან მხოლოდ ერთში, უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოდგენილში გაკრიტიკებულია რუსეთის როლი ამ კრიზისის…

მეტი...

„პოლონეთის სამშვიდობო მისიის გაგზავნა უკრაინაში, რუსეთსისა და ნატოს პირდაპირი შეტაკება იქნება”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნა რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფორონაცია იქნება. ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში განაცხადა. “დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები“ – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

ზელინსკიმ იაპონიის პარლამენტში რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესალო გამოყენებაზე ისაუბრა

„რუსეთმა ჩვენი მშვიდობა როცა დაარღვია, ჩვენ მალევე დავინახეთ, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ  მის წინააღმდეგ. იაპონია ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა აზიაში, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირა მშვიდობასა და გლობალურ უსაფრთხოებას”,  – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა. „30-კილომეტრიან დახურულ ზონას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთი შესაძლოა,…

მეტი...

„თუ არ გსურთ, სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები“ – მიხაილო პოდოლიაკი   

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი, რომელიც უკრაინულ-რუსულ მოლაპარაკებებშია ჩართული, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გადასადგმელ 4 აუცილებელ ნაბიჯზე საუბრობს. „ძვირფასო პარტნიორებო, არ გსურთ, რომ თქვენს სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები და იგრძნოთ წვა მარიუპოლიდან? ამისთვის გადასადგმელია მხოლოდ ოთხი ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.  

მეტი...

უკრანაში რუსმა ოკუპანტებმა ქალი გააუპატიურეს

უკრაინის პროკურორის განცხადებით, აგრესორებმა ქალი, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, მანამდე კი ქმარი მოუკლეს. მისივე თქმით, ამბის შესახებ რუსული მხარე უკვე ინფორმირებულია. გამოძიება დაწყებულია და აუცილებლად აგებენ პასუხს ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გაუპატიურების შემთხვევების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

მეტი...

ჯოზეფ ბორელმა და სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის გაუმართლებელ აგრესიაზე ისაუბრეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჯოზებ ბორელსა და სალომე ზურაბიშვილის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონალური შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. „უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა…

მეტი...

“ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული”- ოლაფ შოლცი

„ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა”,– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო დრამატული გახდება ყოველდღიურად. „გადავწყვიტეთ,  რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები  და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ…

მეტი...

„ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან“ – ნულოვანი დამოკიდებულება რუსეთზე

„რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი. პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო“ –  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცენდენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია მეტის გაკეთება. მეცოლა ამბობს, რომ ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა და რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი. „სანქციებმა დაარტყა რუსეთს მძიმედ, ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ეს ჩვენი უპირველესი…

მეტი...

გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება

 როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს. „მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენთვის საამაყო პროექტს – ეს არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-განახლება. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს, ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და განსაკუთრებული მოწიწებით ვუფრთხილდებით, რათა კულტურული მემკვიდრეობა შევინახოთ, შევინარჩუნოთ და გალამაზებული, მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად მოწესრიგებულია. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი…

მეტი...

რუსეთი ამინდის პროგნოზის გარეშე დარჩება

სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია “EUMESTAT” რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. ინფორმაციას გამიცემა “NEXSTA” ავრცელებს. Nexta აღნიშნავს, რომ მანამდე რუსეთთან თანამშრომლობაზე სამმა მსგავსმა ორგანიზაციამ თქვა უარი.  მეტეოროლოგიურ მონაცემებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური თავდასხმების დაგეგმვაში.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისა და შეჭრის შემდეგ, არაერთი სანქცია დაუწესდა.  

მეტი...

ჯო ბაიდენის ევროპულ ტურნეს ბრიუსელიც დაემატა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომის დღის წესრიგით ამ კვირაში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს ლიდერებს შეხვდება. ბაიდენი ოთხშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება, ხუთშაბათს დაესწრება ნატოს სამიტს, G7-ის (საერთაშორისო ფორუმი, რომელშიდაც შვიდი ქვეყანა შედის. აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრიტანეთი და იაპონია) სამიტს და შემდეგ ევროპის საბჭოს სამიტს. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს იან სტოლტენბერგმა ნატოს რიგგარეშე სამიტი “ტვიტერზე” დააანონსა.

მეტი...

G20-ის სამიტზე დასწრებას პუტინიც გეგმავს

სამიტზე, საიდანაც რუსეთის გარიცხვის საკითხი აქტიურად განიხილება, თავად რუსეთის პრეზიდენტიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.  ინფორმაციას  რუსეთის ელჩი ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიევა ავრცელებს. „არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, – აცხადებს ელჩი და დასძენს, რომ სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტიც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის სამიტს წელს ინდონეზია მასპინძლობს. საუბარია, რომ „დიდი ოცეული,“ რომელიც მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გაერთიანებაა, რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავს. „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები G20-დან რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ

მეტი...

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები G20-დან რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ

ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები “დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის საკითხს აქტიურად განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა და მას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. „დიდი ოცეული“ მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს. შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ კავშირიდან გარიცხეს.    

მეტი...

ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 44, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 81, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.  

მეტი...

ვირუსით 817 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 553  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 017   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.47%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 644 112-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე.

მეტი...

კადიროვი ზელენსკის თავშესაფარს ჩეჩნეთში სთავაზობს და მოუწოდებს დაუჯეროს პუტინს და ისტორიაში შევა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, პრეზიდენტი ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს დაუჯეროს პრეზიდენტ პუტინს. „თუ არ გსურს, ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები, ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა,“- მიმართავს კადიროვი ზელენსკის. კადიროვი ვლადიმერ პუტინის ყოვლისშემძლეობაზეც საუბრობს დ აცხადებს, რომ მისი დახმარებით, მზად არის, ზელენსკის თავშესაფარი ჩეჩნეთში მისცეს. „დათანხმდი რუსეთის ფედერაციის…

მეტი...

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს, პენტაგონი კი მას პასუხობს

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით პენტაგონში განცხადებას აკეთებენ და აღნიშნულ გზავნილს სახიფათოს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ პუტინის პრესსპიკერმა ის გარემოებები დაასახელა, რაც აიძულებს რუსეთს, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს. „მოსკოვის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სახიფათოა. ეს არ არის გზა, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს”, – აცხადებენ პენტაგონში. კრემლში, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ღიად ალაპარაკდნენ

მეტი...

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანი ავტობუსები გაიტაცეს

​მარიუპულიდან სარდაფებში დამალული მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც ვერ მოხდება. ეს იმიტომ, რომ ოკუპანტებმა მათთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი, რომლითან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გაეყვანა გაიტაცეს. ავტობუსები მძღოლებიანად წაიყვანეს. მათი გატაცება რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში მოხდა. მათი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

მეტი...

„ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთს სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ომი, რომლეიც რუსეთმა მის ქვეყანაში გააჩაღა, იძულების მექანიზმების გამოყენებით, მალე დასრულდება. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ჯერ დასვენება ადრეა, თუმცა, ამისი დროც დადგება. „არ დავიღლებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის.  დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება. მუშაობა სხვადასხვა დონეზე გრძელდება, რომ რუსეთს ამ  სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ“, – აცხადებს პრეზიდენტი. მან უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ყველაფრის პრობლემა აქვთ. „სრულ ბლოკადაში არიან, საკვების, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მუდმივი…

მეტი...

კრემლში, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ღიად ალაპარაკდნენ

ოკუპანტ ქვეყანაში არ მალავენ, რომ შესაძლებელია, მათ ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოთ. როგორც პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთს აიძულებენ ამის გაკეთებას. კერძოდ, როგორც პესკოვი ბრძანებს, ეს მაშინ მოხდება, „თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“. “ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად“ -აღნიშნავს პესკოვი  CNN-თან.

მეტი...

ზელენსკი რომის პაპს უკრაინაში ეპატიჟება

მეგობარი ქვეყნების ლიდერების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა საომარ მოქმედებებში ჩართულ უკრაინაში რომის პაპი მიიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს მიწვევა უკვე გაუგზავნა. „დილით ვესაუბრე მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს უკრაინისთვის მშვიდობის ძიებაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ოკუპანტების სისასტიკეზე და ალყაში მოქცეულ ქალაქებზე. მადლობა გადავუხადე მას ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის, უკრაინისთვის ლოცვისთვის. მე ის ამ ყველაზე გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე“, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რამდენიმე ქვეყნის ლიდერი უკვე ჩავიდა, ასავე, კიევში ჩასვლას გეგმავს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი. რომის პაპმა, საკუთარ მიმართვაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა უკვე  გამოუცხადა და ყველას უკრაინისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.…

მეტი...

უკრაინაში რუს სამხედროებს არც საკვები აქვთ, არც საწვავი და არც ტანსაცმელი

უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართული რუსი სამხედროები საკვების, საბრძოლო მასალის, საწვავისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე დარჩნენ. აღნიშნულ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. როგორც აცხადებენ, პრობლემა მათ უკრაინაში შეჭრიდან ერთ კვირაში დაუდგათ. „საწვავის პრობლემა ზღვაშიც კი აქვთ. შეწუხებული არიან, რომ ხომალდებს საწვავით ვერ ამარაგებენ, უარს ეუბნებიან შევსებაზე“, – აცხადებენ პენტაგონში. უკრაინაში, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა რუსი სამხედროები მაღაზიებსა და სახლებს ძარცვავენ და როგორც საკვებს, ისე, რაც შეხვდებათ, ყველაფერს იტაცებენ.    

მეტი...