ზელენსკი რომის პაპს უკრაინაში ეპატიჟება

მეგობარი ქვეყნების ლიდერების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა საომარ მოქმედებებში ჩართულ უკრაინაში რომის პაპი მიიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს მიწვევა უკვე გაუგზავნა.

„დილით ვესაუბრე მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს უკრაინისთვის მშვიდობის ძიებაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ოკუპანტების სისასტიკეზე და ალყაში მოქცეულ ქალაქებზე. მადლობა გადავუხადე მას ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის, უკრაინისთვის ლოცვისთვის. მე ის ამ ყველაზე გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რამდენიმე ქვეყნის ლიდერი უკვე ჩავიდა, ასავე, კიევში ჩასვლას გეგმავს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი.

რომის პაპმა, საკუთარ მიმართვაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა უკვე  გამოუცხადა და ყველას უკრაინისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

 

მსგავსი თემები