„ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთს სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ომი, რომლეიც რუსეთმა მის ქვეყანაში გააჩაღა, იძულების მექანიზმების გამოყენებით, მალე დასრულდება. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ჯერ დასვენება ადრეა, თუმცა, ამისი დროც დადგება.

„არ დავიღლებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის.  დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება. მუშაობა სხვადასხვა დონეზე გრძელდება, რომ რუსეთს ამ  სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მან უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარისკაცებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ყველაფრის პრობლემა აქვთ.

„სრულ ბლოკადაში არიან, საკვების, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მუდმივი დაბომბვის ქვეშ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუმეორო ყველა რუს მფრინავს, რომლებიც არ ფიქრობენ, რა დავალებას ასრულებენ. ეს დანაშაულია და თქვენ ამის გამო პასუხს აგებთ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები