“ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული”- ოლაფ შოლცი

„ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა”,– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო დრამატული გახდება ყოველდღიურად.

„გადავწყვიტეთ,  რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები  და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ სწრაფად მოხდება, ეფექტიც ავტომატურად დადგება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები