„დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს” – ოლაფ შოლცი

„ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ დასავლეთი გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას” –  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა.

შოლცმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს თავდასხმა ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსაც.

„სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები