„თუ არ გსურთ, სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები“ – მიხაილო პოდოლიაკი   

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი, რომელიც უკრაინულ-რუსულ მოლაპარაკებებშია ჩართული, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გადასადგმელ 4 აუცილებელ ნაბიჯზე საუბრობს.

„ძვირფასო პარტნიორებო, არ გსურთ, რომ თქვენს სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები და იგრძნოთ წვა მარიუპოლიდან? ამისთვის გადასადგმელია მხოლოდ ოთხი ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები