უკრაინაში რუს სამხედროებს არც საკვები აქვთ, არც საწვავი და არც ტანსაცმელი

უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართული რუსი სამხედროები საკვების, საბრძოლო მასალის, საწვავისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე დარჩნენ. აღნიშნულ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. როგორც აცხადებენ, პრობლემა მათ უკრაინაში შეჭრიდან ერთ კვირაში დაუდგათ.

„საწვავის პრობლემა ზღვაშიც კი აქვთ. შეწუხებული არიან, რომ ხომალდებს საწვავით ვერ ამარაგებენ, უარს ეუბნებიან შევსებაზე“, – აცხადებენ პენტაგონში.

უკრაინაში, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა რუსი სამხედროები მაღაზიებსა და სახლებს ძარცვავენ და როგორც საკვებს, ისე, რაც შეხვდებათ, ყველაფერს იტაცებენ.

 

 

მსგავსი თემები