რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებით იმუქრება, მსოფლიო უსაფრთხოებას აძლიერებს

რუსეთმა უკვე ღიად დააფიქსირა პოზიცია რომ თუ სხვა გზას არ დაუტოვებენ, ის იძულებული გახდება ქიმიური იარაღი გამოიყენოს. აღნიშნული გზავნილი პუტინის პრესსპიკერმა გააჟღერა. მსოფლიო კი რუსეთს აფრთხილებს და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის.

„გავაორმაგეთ ნატოს ჯარები. 40 000-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაშია, უბრალოდ ნატოს ბრძანებას ელოდება, ასევე იზრდება ჯარისკაცების რაოდენობა ამერიკის მხრიდანაც.  ზად ვართ, დავიცვათ ალიანსის ქვეყნები და ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს საკადრისი პასუხი გავცეთ. დანარჩენ გადაწყვეტილებებს უკვე ხვალ მივიღებთ. რაც შეეხება ქიმიურ იარაღებს, პირველ რიგში, ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. ამიტომ, მგონია რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხია, რომელსაც უნდა შევხედოთ. ყველანაირად მიუღებელია ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება,”- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები