კრემლში, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ღიად ალაპარაკდნენ

ოკუპანტ ქვეყანაში არ მალავენ, რომ შესაძლებელია, მათ ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოთ. როგორც პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთს აიძულებენ ამის გაკეთებას.

კერძოდ, როგორც პესკოვი ბრძანებს, ეს მაშინ მოხდება, „თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.

“ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად“ -აღნიშნავს პესკოვი  CNN-თან.

მსგავსი თემები