„ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია“ – ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის სასტიკი შეჭრა იწვევს სიკვდილს და განადგურებას. მოკავშირეები არიან ერთიანი მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში და კრემლის სისასტიკის წინააღმდეგ. პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი, დაუშვას დახმარება, უსაფრთხო გზა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი და პუტინს დიპლომატიაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„ნატო მოქმედებს სწრაფად და ერთობით მოკავშირეების დასაცავად. მოკავშირეების ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ევროპაში იმყოფება 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი. 40 000 ჯარისკაცი არის პირდაპირ ნატო-ს სარდლობაში, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარისკაცებს აქვთ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა, მათ შორისაა ხუთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ჩრდილოეთ ზონაში და ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ხვალ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს. ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საბრძოლო ჯგუფები ოთხ ქვეყანაში განთავსდება.

„პირველი არის ნატო-ს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისპიერთიდან შავ ზღვამდე. ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ახალი რეალობაა. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა გრძელვადიანად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები