შესაძლოა, მიწისძვრის ბიძგები კიდევ იყოს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მიწისძვრის ბიძგები  კიდევ იქნება, თუმცა, ის ისეთივე ძლიერი არ იქნება, როგორც 22:25 მომხდარი მიწისძვრა. ცენტრის ინფორმაციით, ძლიერ მიწისძვრას ახასიათებს შემდეგი სუსტი ბიძგები. დღეს მომხდარი მიწისძვრა კი ძლიერი მიწისძვრების კატეგორიას განეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები საკმაოდ ძლიერი იყო. ეპიცენტრი კი დმანისი. საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მეტი...

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, საქართველოში ძლიერი მიწიძვრა მოხდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს”  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა დმანისში,  სოფელ სამებასთან მოხდა და მისი სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რყევები თბილისსა და მთელ საქართველოში სერიოზუად იგრძნობოდა. ამ ეტაპზე, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, 6.2 მაგნიტუდა საქართველოსთვის საკმაოდ დამანგრეველია.

მეტი...

„შეასუსტეთ უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი“ – გერმანია რუსეთს აფრთხილებს

გერმანიის პრეზიდენტი რუს კოლეგას მიმართავს და მოუწოდებს, ეძებოს გზები მშვიდობის შენარჩუნებისთვის.  ​ პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ვლადიმერ პუტინს ურჩევს,  დაუყოვნებლივ დაიწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ზრუნვა. „მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, შეასუსტეთ უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი.  ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს.  საფრთხეში ვართ და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება. მე მხოლოდ შემიძლია, გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი, არ ღირს დემოკრატიის ძალის არდაფასება“,- აცხადებს შტაინმაიერი.  

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ უკრაინაში ავიამიმოსვლა შეწყდება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოფისი განმარტავს, რომ ისინი მუშაობენ ავიაგადამზიდავებთან, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ავიაკომპანიებს. კირილ ტიმოშენკოს თქმით, ხელისუფლებას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისი რეკომენდაცია არც ევროპის საავიაციო სააგენტოს გაუცია. მანამდე, 12 თებერვალს უკრაინულმა ავიაკომპანიამ “სქაი აფ” ვერ შეძლო პორტუგალიიდან რეისის დასმა კიევში, რაც “მომატებული რისკების” გამო სადაზღვეო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნეს. ამავე კომპანიამ 14-16 თებრვლის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა. უკრაინაში ფრენები ასევე შეაჩერა ნიდერლანდურმა KLM-მ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ სხვა ავიაკომპანიები ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ.

მეტი...

მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას მოუწოდებს

მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მოუწოდებს უკრაინაში მყოფ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ქვეყანა ან დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა ქვეყანაში დარჩენა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცლეებს. ქვეყნის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდებენ: აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ავსტრალია, ირლანდია, იტალია, შვედეთი, იორდანია, ნიდერლანდები, ქუვეითი, ერაყი. არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოერიდონ უკრაინაში მოგზაურობას.

მეტი...

გასულ ღამეს კორონავირუსით მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლოში კოვიდ-19 ორ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 410 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვი 5 830 300-ს აღემატება. მსოფლიო მასშტაბით ისევ შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანა 79 მილიონზე მეტ ინფიცირებულსა და 950 000-მდე გარდაცვლილს ითვლის. ყველაზე მაღალი დღური მაჩვენებელი ისევ გერმანიაზე მოდის. კოვიდრეიტინგის სათავეში კი საფრანგეთი რჩება.

მეტი...

“ზეწოლა, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, წარმოადგენს გამოწვევას მთელი დასავლეთისთვის”, – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივა უნდა შესთავაზოს. ამ საუბარში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ბულგარეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და შვედეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. “უსაფრთხოების სფეროში არსებულ მუქარებზე სათანადო პასუხი უკრაინისთვის უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივის, ევროკავშირთან პარტნიორის გაფართოების შეთავაზება იქნებოდა. ზეწოლა, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, წარმოადგენს გამოწვევას მთელი დასავლეთისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.  

მეტი...

უკრაინაში ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 14 თებერვლიდან შეწყდება

პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, ორშაბათს, 14 თებერვლიდან შეჩერდება. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავების მოძრაობა შეჩერდება კიევის დროით 16:00 საათიდან. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გაგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევა შეწყდება. “იჯარით მყოფი თვითმფრინავების მფლობელები უკვე უკრძალავენ თავიანთ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას. ამ დროისთვის ამ მომენტისთვის, KLM-მა გააუქმა მისი ფრენები, Sky Up ფუნშალი- კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს Air France-სგან”, – აღნიშნა ალექსეი გონჩარენკომ. მან მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნებას…

მეტი...

ქუთაისში ძარცვა მოხდა, დაკავებული არასრულწლოვანია

18 წლის ბიჭმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ცემა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. აღნიშნული შემთხვევა შსს-ს ინფორმაციით 11 თებერვალს მოხდა. სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

“ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ მოტანილ წყალსაც კი არ მივიღებ”, – მეუფე იაკობის განცხადება

გავრცელდა მეუფე იაკობის ქადაგება ამბიონიდან. რომელსაც საკმაოდ დიდი მიმოხილვა მოჰყვა. წმინდა სინოდის წევრმა ეკლესიაში შიდა ბრძოლებზე და დაპირსპირებაზე ილაპარაკა. “პირდაპირ გეტყვით, რომ ვკვდებოდე რამდენიმე სასულიერო პირისა და ერის კაცისგან მოწოდებულ ან მოტანილ წყალსაც კი არ დავლევ, არ მივიღებ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფემ.

მეტი...

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმ​​ა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს – 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირს შესაძლო დატოვებაზე პირველად მიანიშნა

ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მიმართა, რომ უნგრეთის მიმართ მოთმინება გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებენ გზის ერთი მიმართულებით გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აღნიშნული მექანიზმი 2021 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული მექანიზმი ევროკომისიას უფლებამოსილებას ანიჭებს, შეამციროს ერთობლივი ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გამოყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, თანხის არამიზნობრივი გამოყენების საშიშროება არსებობს. პოლონეთმა ამ მექანიზმთან დაკავშირებით ლუქსემბურგში სარჩელი 2021 წლის 11 შეიტანა. ვარშავაში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სახელმწიფოების უფლებამოსილებაში ჩარევაა.

მეტი...

“ჩვენ წინააღმდეგ ომს სხვადასხვა განზობილებებში აწარმოებენ”, – უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია, პანიკასთან ერთად, ყველაზე საშიში ელემენტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომისთვის. “ომი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებენ, ეს მხოლოდ ჯარისკაცები და იარაღი არ არის. ევროპაში გაზის კრიზისი, გრივნას კურსის რყევა, სამთავრობო რესურსებზე კიბერთავდასხმა, ინფრასტრუქტურის მასობრივი ფსევდო დანაღმვა, დაფინანსებული მიტინგები – ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ელემენტებია. ტანკებზე და ავტომატებზე უკეთესად, სწორედ, პანიკა ანადგურებს სახელმწიფოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის არმია და პოზიცია საერთაშორისო არენაზე ძლიერია ისევე, როგორც ძლიერია უკრაინის ეკონომიკა.

მეტი...

13 თებერვლის მონაცემებით ჩატარებულია 2 774 755 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 13 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 774 755 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 343 219 ადამიანი, სრულად კი 1 233 366 ადამიანი. “ბუსტერ” დოზით აცრილია 195 637. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 961 (13.52%)

მეტი...

ოზურგეთში ასაკოვანი კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ოზრუგეთში გვიან ღამით 63 წლის კაცი დაჭრეს. ვიქტორ საბაშვილს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბაშვილს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბიზნესმენი დაესხა თავს. კონფლიქტი სახლის დაცლის თაობაზე დაიწყო. ირკვევა, რომ ბრალდებულმა დაჭრილის სახლი იყიდა და მისგან საცხოვრებელი ფართის სწრაფ დაცლას მოითხოვდა. ბრალდებული დაკავებულია, მან დაჭრის შემდეგ მიმალვა სცადა. რაც შეეხება 63 წლის კაცს, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული.

მეტი...

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მიხეილმა ციხე აუცილებლად უნდა დატოვონ. “დიდი ხანია ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში არაფერს აღარ ასრულებს და არც ამ გეგმას გაჰყვება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. მისი გათავისუფლება მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ წინსვლას ნიშნავს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

მეტი...

ისრაელი უკრინიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა ევაკუაციას იწყებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ისრაელის პრემიერ – მინისტრი ნაფთალი ბენეტი ახლა ცდილობს, ისრაელის მოქალაქეთა უკრაინიდან ევაკუაცია რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, ვიდრე იქ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება. ისრაელი მკაცრად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. უკრაინაში დაახლოებით 15 000 ისრაელის მოქალაქე იმყოფება. ამ ადამიანებისთვის საევაკუაციო ფრენები უკვე ინიშნება.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. უწყების ცნობითვე, ამავე მონაკვეთზე, ქარის და ნამქერების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

პოლიციამ გურიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე – 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს – 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც…

მეტი...

ვანი-სულორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალ ინფორმაციას გვაწვდის. დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, გზის სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები დაიგეგმება

მეტი...

ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 8 მარტის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, ზ. მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩების გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.…

მეტი...

იმერეთის პოლიციამ ძარცვის ფაქტი გახსნა – მხილებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 2004 წელს დაბადებული ი.ო. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

“ეს საქართველოს შანსია, მიიზიდოს მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონში”, – გენერალი ბენ ჰოჯესი

ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება. “ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. მას შეუძლია დახამრება გაწიოს როგორც დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარების კუთხით, ისე ეკონომიკური კუთხითაც. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე…

მეტი...

“საზოგადოებას ჩვენს რეაქციას მალე ვაცნობებთ”, – კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველის თქმით, მოსკოვს დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით რეაგირება მალე ექნება. იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი აშშ-ის მოსაზრებებს ყურადღებით შეისწავლის. “პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი ყურადღებით შეისწავლის მოსაზრებებს, რომლებიც ბაიდენმა გამოთქვა და, თუ ეს შესაძლებელია, გაითვალისწინებს მათ აშშ-სა და ნატოს პოზიციებზე დოკუმენტებზე რეაგირებაზე მუშაობისას. ჩვენ მალე ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და საზოგადოებას ჩვენს რეაქციას”, – აღნიშნა იური უშაკოვმა.  

მეტი...

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,ის მკაცრის სანქციებითაც დაისჯება”, – კანადის პრემიერი

CNN-ის ინფომარციით, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა. ასევე კანადამ საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ტრუდოს განცხადებით, ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება, მათ შორის კოორდინირებული სანქციები. “კრაინის უსაფრთხოება ასევე არის ევროპის და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უსაფრთხოება, რომელიც ცდილობს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და სახელმწიფო სუვერენიტეტი. ჩვენ განვაახლებთ მუშაობას კიევში საელჩოში, როგორც კი უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება მოგვცემს საშუალებას. კანადა სრული ძალებით უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას”, – აღნიშნა განცხადებაში ჯასინ ტრუდომ.

მეტი...

პენტაგონი უარყოფს აშშ-ს წყალქვეშა ნავის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, კურილის კუნძულებთან ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა. საქმე ეხება იმ ინფორმაციას, რომ თითქოს ამერიკული წყალქვეშა ნავი საერთაშორისო წყლებში მოძრაობდა. “რუსეთის პრეტენზიები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, – განაცხადა შშ-ს საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, მედიასთან საუბარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს 2022 წლის 12 თებერვალს მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების…

მეტი...

კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1270-ია

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 493, აჭარაში – 767, იმერეთში – 1 205. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 270 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 155, იმერეთში – 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 40, იმერეთში – 24. 1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 945 – თბილისში, 424 – აჭარაში. 182 537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათ შორის,…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 556 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა – 919, იმერეთი – 2 495, ქვემო ქართლი – 828, შიდა ქართლი -698, გურია – 463, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 088, კახეთი – 997, მცხეთა-მთიანეთი – 235, სამცხე-ჯავახეთი – 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 49.

მეტი...

კორონავირუსით 15 712 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 06. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242.

მეტი...

რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა თურქეთი დაარწმუნეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს

რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნეს, რომ  უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრის მცდელობა არასწორი იქნება. “აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი. რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა, რომლებთანაც ჩვენ ვესაუბრეთ, უარყვეს ეს. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვაზე. დასავლური მედიის თქმით, რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრეს უკრაინაში”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მეტი...

“პუტინის ნათქვამში ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ის უკრაინაზე თავდასახმას აპირებს”, – ემანუელ მაკრონი

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ გულ­წრფე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოა, – მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ამის შე­სა­ხებ ელი­სეს სა­სახ­ლე­ში გა­ნა­ცხა­დეს. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის გან­ცხა­დე­ბით, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან სა­უ­ბარ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინს არ მი­უ­ნიშ­ნე­ბია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. “ჩვენ ვერ ვხე­დავთ პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ნათ­ქვამ­ში იმის მი­ნიშ­ნე­ბას, რომ თავ­დას­ხმას აპი­რებს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკი­დუ­რეს სი­ფხიზ­ლეს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბის მი­მართ, იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ზე ცუდი გან­ვი­თა­რე­ბა”, – განაცხადა მაკრონმა. კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა და მაკ­რონ­მა გა­ნი­ხი­ლეს სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო შეჭ­რის გეგ­მის გარ­შე­მო…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

„თანხის დიდი ნაწილი დაკორექტირდება“, – სალომე ვარდიაშვილი კომუნალურებზე „მედიაცენტრ მთავარში“

“მოგვეცა გონივრული ერთთვიანი ვადა, რათა გამოვასწოროთ პრობლემები და თანხების დიდი ნაწილი დაკორექტირდეს”, – ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავართან“ კომუნალური გადასახადების ზედმეტად დარიცხვით დაზარალებულ მომხმარებლებს მიმართავს და არწმუნებს, რომ თანხა უკან დაუბრუნდებათ. „საჩივრები საკმოდ ბევრია. არ არის სისტემური ხასიათის, თუმცა, არის მოსობრივი, რომელსაც აუცილებლად მიხედვა სჭირდება, რომ არ განმეორდეს“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი თქმით, ჯგუფი ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს ყველა საჩივარი. „კომპანიას მიეცა ერთთვიანი ვადა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ხარვეზები და დაკორექტირდეს თანხების მთლიანი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც. მთავარია, დაზარალებულმა მომხმარებელს მოგვმართოს საჩივრის ან პრეტენზიის სახით. მომართვიანობა ძალიან გაადვილებულია, ყველა…

მეტი...