“საზოგადოებას ჩვენს რეაქციას მალე ვაცნობებთ”, – კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველის თქმით, მოსკოვს დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით რეაგირება მალე ექნება. იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი აშშ-ის მოსაზრებებს ყურადღებით შეისწავლის.

“პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი ყურადღებით შეისწავლის მოსაზრებებს, რომლებიც ბაიდენმა გამოთქვა და, თუ ეს შესაძლებელია, გაითვალისწინებს მათ აშშ-სა და ნატოს პოზიციებზე დოკუმენტებზე რეაგირებაზე მუშაობისას. ჩვენ მალე ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და საზოგადოებას ჩვენს რეაქციას”, – აღნიშნა იური უშაკოვმა.

 

მსგავსი თემები