,,ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია სახალხო დამცველის განცხადებაც. „მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა, წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები. ჩვენც ვითხოვთ ზუსტად იგივეს, ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას. ამის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ სრულიას აბსურდულ განცხადებებს, 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმის გაყალბებასთან…
მეტი...კატეგორია: საზოგადოება და სამართალი
თურქეთში ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი სახელმწიფო ტენდერების გაყალბების ბრალდებით დააკავეს
თურქეთში სტამბოლის ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს, რომელიც ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. პროკურატურა რიზა აქპოლატს სახელმწიფო ტენდერების გაყალბებაში ადანაშაულებს, თუმცა „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გამოძიება სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაზე მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვით, სატენდერო გარიგებების მანიპულირებაში არის ეჭვმიტანილი. რიზა აქპოლატი ბრალდებას უარყოფს. „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, დაკავებისთვის არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებაა. სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუი, რომელიც ასევე „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის” წევრია, არ გამორიცხავს, რომ თავადაც გახდეს გამოძიების სამიზნე.
მეტი...რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს
„თქვენს დღევანდელ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, არამედ ასევე ხელს მოვაწერთ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დიდ საბაზისო შეთანხმებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა. ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს. ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკაში. ამასთან დაკავშირებით ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს ატომური ელექტროსადგურის…
მეტი...შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს
,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან”, – წერს სოციალურ ქსელში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გეტბერგი. ,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – წერს პარლამენტარი.
მეტი...თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი – უახლოეს დღეებში, საქართველოში ამინდი გაუარესდება
18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის
კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის. ცეცხლი მონტერეის რაიონში მდებარე ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ლითიუმისგან ბატარეებსა და აკუმულატორებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მეტი...„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით” – კახა კალაძე
„ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს. „ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს,…
მეტი...,,ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას” – აშშ-ის საელჩო
,,ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს. ,,აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას”, – წერს აშშ-ს საელჩო.
მეტი...,,ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება” – ერდოღანი
თურქეთის მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. „შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ. „მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად…
მეტი...,,ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს – საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი” – კახა კალაძე
,,საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი – არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. ,,ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, იმიტომ, რომ არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მუქარები, მოწოდებები კაბინეტებში, როდესაც პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ ჩვენ უნდა დაგვეწყო ომი და შემდეგ გადავსულიყავით პარტიზანულ მოქმედებებზე. ეს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ. არ შევუერთდით სანქციებს და ამით არ ჩამოვაქციეთ ქვეყნის ეკონომიკა, არ…
მეტი...სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს
,,გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს” – ამ სახელწოდებით სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ იმის ნაცვლად რომ ის მოქალაქეებს იცავდეს, ძალადობრივი რეჟიმის მცველად და ნაწილად იქცა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა ,,ბათუმელების” დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. ,,ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ” – ომბუდსმენი
მეტი...,,აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში” – ალიევი
,,აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით ორ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებში „ჩვენი ერები მეგობრულად, კეთილმეზობლურად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება…
მეტი...„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს” – კახა კალაძე
,,ტრამპის ინაუგურაციის ბილეთის ღირებულება 500 000-დან 2 მილიონამდეა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გადაიხადოს თანხა და დაესწროს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად. „ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 000-დან და ადის 2 მილიონ დოლარამდე. ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია. შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ თუ არა…
მეტი...,,საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია” – ალიევი
,,ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება. „განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი…
მეტი...,,ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების…
მეტი...,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა” – ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს
,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის. „უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი…
მეტი...,,მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით სარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლი აქვს და არც ბინადრობის უფლება. „მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნის პასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაც საქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე ვარ და რომც მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა?…
მეტი...თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,შემატყობინეს, რომ ჩვენმა მედროშემ, მუჰაჯირთა შთამომავალმა, საქართველოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო”, – წერს აკაკი გვიანიძე. შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს. შსს-ს თქმით, ის საქართველოში არალეგალურად იმყოფება.
მეტი...14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანიდან ორი არასრულწლოვანია
დიდ ბრიტანეთში, სამგზავრო ავტობუსში, 14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს. BBC-ის ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 15 და 16 წლის მოზარდები, ხოლო 44 წლის ქალი მათთვის დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, დაკავებები გამოძიებისთვის წინ გადადგმულია ნაბიჯია. ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი ლონდონში, 7 იანვარს, სამგზავრო ავტობუსში, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.
მეტი...ალექსეი ნავალნის სამ ადვოკატს რუსეთის სასამართლომ 5,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სამ ადვოკატს რუსეთის სასამართლომ 3,5 წლიდან – 5,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვადიმ კობზევს, იგორ სერგუნინს და ალექსეი ლიპცერს ბრალად ედებათ ექსტრემისტულ ჯგუფში წევრობა. ვადიმ კობზევს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ალექსეი ლიპცერს 5 წლით, ხოლო იგორ სერგუნინს 3,5 წლით. ალექსეი ნავალნის ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს, ერთი თვის შემდეგ ისინი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს. ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მეტი...ნიდერლანდებმა უკრაინას 27 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ნიდერლანდების საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა განკუთვნილია როგორც ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებასა და დაცვაზე, ასევე ელექტროენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებაზე. გარდა ამისა, კასპარ ველდკამპმა გამოაცხადა 7 მილიონი ევროს კონტრიბუცია ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში, რომლის ფარგლებში ალიანსი უკრაინას არალეტალურ მხარდაჭერას უწევს. საგარეო მინისტრის მტკიცებით, ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების ერთგული რჩება და გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის…
მეტი...,,გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში” – სტარმერი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში. „არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. რადგან თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა კირ სტარმერმა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გუშინ კიევში იმყოფებოდა.
მეტი...„მსურს, ყველამ იცოდეთ ამ ადამიანების სახელ-გვარები” – ხაშურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგოების დედა
12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 8 წლის თათულის და 15 წლის ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „კიდევ ერთი სამადლობელი პოსტით მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება. არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ ცხოვრების ბოლომდე უზომოდ მადლიერი ვიქნები მათი, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა – ექიმებიდან დაწყებული, საზოგადოების თითოეული წევრით დამთავრებული. მოგეხსენებათ, რომ ამ დრომდე ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა და სწორედ ამიტომ შევძელით შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ანუ გოგონების რეაბილიტაციაზე ზრუნვა. თუმცა, რეაბილიტაცია რომ უდიდეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და თანაც ქვეყნის გარეთ, ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ,…
მეტი...,,დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა” – ორბანი ტრამპის ინაუგურაციაზე
,,დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას. მისი თქმით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ „მწარე, რთული და მტკივნეული“ ადმინისტრაციის დასასრული გარდამტეხი მომენტია. ორბანის მტკიცებით, 2020 წლის არჩევნები ტრამპს გაყალბების გზით მოიპარეს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა “დემოკრატები“ ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და „გენდერული სიგიჟის“ ხელშეწყობისთვის გააკრიტიკა. ორბანის მტკიცებით, „დემოკრატები“ თავიანთ მიზნებს კონფლიქტის გზით ახორციელებენ, როგორც ეს უკრაინის ომში ჩანს.
მეტი...,,აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით” – ალი ასადოვი
,,ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. „SOCAR-ი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე, SOCAR-ი საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას. ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი…
მეტი...,,აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია” – პრემიერი
,,აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. „რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე…
მეტი...(VIDEO) „წასვლამდე, ამის გაკეთება ძალიან მინდოდა“ – ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა. ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე მეუღლესთან და პატარა დამიანესთან ერთად მივიდა. მან მადლობა გადაუხადა კლუბს, პერსონალსა და გულშემატკივრებს. წასვლამდე კვარაცხელიამ ქალაქის ცნობილი ადგილიც მოინახულა, სადაც ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას დიდი მურალია გაკეთებული. „ამ სტადიონზე დღეს, როგორც „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი, აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს…
მეტი...,,ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდა” – ალი ასადოვი
,,საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ…
მეტი...,,საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას” – პრემიერი
,,ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დინამიურ თანამშრომლობას. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას.…
მეტი...„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე!“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
ბათუმში დაკარგულ მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს, ეძებენ. ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მეგობრებო! 2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე! პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე! გთხოვთ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს (555105500, 599451122)“, – წერია ინფორმაციაში.
მეტი...,,ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – მამა შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება
,,ღმერთმა მიცხონოს შენი სული”, – წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს ძმა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარმა გუშინ გაავრცელა. „გარდაიცვალა დეკანოზი შალვა კეკელიას ძმა. გადასვენებულია მის მშობლიურ სოფელში ( ბანძა, მარტვილის რაიონი). პანაშვიდები ყოველდღე. დაკრძალვა სამშაბათი 21 იანვარი 15:00 საათი გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი მთელი გულით ვუსამძიმრებთ მამა შალვას და მის ოჯახს“, – წერია ინფორმაციაში.
მეტი...,,საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ” – რიში
,,ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ”, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. „ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მათ სურთ და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ – განაცხადა რიშმა.
მეტი...,,ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ” – კარპენტერი
„ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა ,,ამერიკის ხმასთან” განაცხადა. ,,დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს, არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ, ჩვენ ახალ გუნდს, ეს…
მეტი...„ის ჩემს გარდაცვლილ შვილს მივამსგავსე“ – 55 წლის კაცმა 22 წლის გოგონას თირკმელი გადაუნერგა
55 წლის ბრიტანელმა, ენდი ემოტმა 22 წლის გოგონას, სახელად ამბერს თირკმელი გადაუნერგა. უცხოური მედიის ცნობით, წლების წინ ენდის ქალიშვილიც ფილტვის დაავადებამ იმსხვერპლა. სარა ორგანოს გადანერგვიდან 364 დღეში გარდაიცვალა. „როდესაც ემბერის შესახებ გავიგე, ის ჩემს გარდაცვლილ შვილს, სარას მივამსგავსე და მაშინვე მივხვდი, რომ მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. მე მას თირკმელი გადავუნერგე, ისევე როგორც ერთ დროს უცხო ადამიანმა ჩემს შვილს”, – თქვა ენდიმ.
მეტი...სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს თავს დაესხა – არის მსხვერპლი
სლოვაკეთში, სპისკა სტარა ვესის დასახლებაში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს ცივი იარაღით თავს დაესხა. „როიტერის” ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა სხვა დაშავებულებიც. ასევე, უცნობია თავდასხმის მოტივიც. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები.
მეტი...ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან…
მეტი...