თსუ-ს სტუდენტების ნაწილი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს ლექციების უფლება ჩამოერთვას. ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელთან აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. შეგახსენებთ,რომ დღეს 18 საათზე უცვლელი მოთხოვნით ახალგაზრდების მარშუ იგეგმება სხვადასხვა ადგილიდან. 10- მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთელზე და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ. ,,ბოლო ზარი აქციაზე” ამ სახელწოდებით კი, მე-12-ე კლასელები განათლების სამინისტროსთან მივლენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

მეტი...

ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ სხვა აქტივისტების მსგავსად, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. ,,ჩემი სასამართლო პროცესი გადაიდო 28-ში, 11 საათზე. იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი, რა მტკიცებულება ჰქონდათ. მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი. წერია დროები, რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ვიყავი იმ ფოტოებშიც ჩანს და ვიდეოებშიც…

მეტი...

,,ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე” – წულუკიანი

ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან, სანქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ,,მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ, მაგრამ ჩვენ და ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ბრძანდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის, ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მეტი...

,,საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო” – პრემიერი

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის; საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა,“- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

მეტი...

დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

სპეცრაზმელების მიერ ნაცემმა დავით ქაცარავამ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წავა ექსპერტიზისთვის, ხოლო შემდეგ ექიმების დანიშნულ მკურნალობას გააგრძელებს. ,,მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება, რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში. კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები.…

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს მხარი მხოლოდ რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა დაუჭირეს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით ,,საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს ,,საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ვეტოს დაძლევას მომავალ სასესიო კვირაში უყრიან კენჭს.

მეტი...

ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს. ბრიფინგი პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს. აქუბარდიას თქმით, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევების გამოუძიებლობაზე, პასუხისმგებელი ეს უწყებაა და კაციტაძე პირველივე სხდომაზე უნდა გამოცხადდეს. ,,ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად ქცეულმა მოძალადე “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად არც ერთ საქმეზე რომელიც ეხება თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ხდება მათი დაშინება. არც ერთ მსგავსი პოლიციელების და სამართალდამცავების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება არ დაწყებულა და…

მეტი...

,,განა რა ღირს ეს კანონი ამდენი, როცა ქვეყანას ტურიზმიდან მილიონებს აკარგვინებენ” – შალვა ალავერდაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,წელს, როდესაც ჩავთვალეთ, რომ თანდათანობით უკეთესი წელი გვაქვს, უკეთესი ჯავშნები მოდის, ხელახლა დაინიცირდა კანონი. მინდა ვიკითხო: რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა”, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ,,მედიაცენრ მთავარში” ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბანდებას ერიდებიან. ,,განა რას აკეთებს ეს კანონი ამდენს, რად ღირს ეს კანონი, როდესაც საუბარია ჩვენი სექტორისთვის მილიონობით შემოსავლის დაკარგვაზე. კანონს…

მეტი...

„რა გვინდა, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით“ – შალვა ალავერდაშვილი ტურისტების დაფრთხობაზე (video)

„რა გვინდა საერთოდ ვერ მივხვდით, საით მივდივართ ვერ მივხვდით, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით და რატომ ვაკეთბს ვერ მივხვდით“ –  აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი  შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ჯავშნების 20-25% გაუქმებულია. მისივე ინფორმაციით, ქართველი ტურისტული კომპანიები, შექმნილი ვითარების გამო, უკვე აზერბაიჯანზე მუშაობენ. „ქართველი ტურ-ოპერატორები ძალიან ბევრ ჯავშანს აკეთებენ აზერბაიჯანში, რადგანაც იქ ძალიან ადვილია ტურისტის მიღება და მასპინძლობა. ტურისტული კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე, ჩვემთან კი ვიზებს გასცემენ ტურისტებზე და შემდეგ, ვიზიან ტურუსტებს უქმნიან პრობლემას და ქვეყანაში არ უშვენებ. რა გვინდა საერთოდ…

მეტი...

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა – არიან დაღუპულები

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან  მდინარეში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. დაღუპულები ეცერიდან, ძმები არიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.

მეტი...

,,როცა ექიმები სახლიდან გასვლის უფლებას მომცემენ, დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს და პროტესტს” – ქაცარავა

როცა ექიმები სახლიდან გასვლის უფლებას მომცემენ, დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს და პროტესტს, – ამბობს გამჭვირვალოსბის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს. ,,რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები ბუნებრივია დარჩენილია, ძლიერი ტვინის შერყევაა და წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი, ეს ჩაქცევებიც, დახრჩობის მცდელობის შედეგი სახეზეა, ესეც ჩაცხრომის გზაზეა. პირველი რასაც გავაკეთებ მას შემდეგ, რაც ექიმები მომცემენ უფლებას სახლიდან გასვლის, ბუნებრივია, დავუბრუნდები ოკუპაციის ხაზს და დავუბრუნდები პროტესტს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ის მიმდინარეობს. ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სრულ გამარჯვებამდე, ეს ტერორისტული რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს”, – ამბობს ქაცარავა.

მეტი...

,,გასაჯაროვდება ყველა პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ მოსამართლე, ვინც მონაწილეობს ტერორში” – ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” და ,,დროა”

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეების პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. განცხადება გააკეთეს “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა. ელენე ხოშტარიას თქმით, ერთიანი, ძლიერი და უწყვეტი აქციებისგან შეშინებული ხელისუფლება დაშინების სხვადასხვა მეთოდს იყენებს. თუმცა, მისი თქმით, დაისჯება ყველა სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ რეპრესიებშია ჩართული. ,,მინდა გირჩი-დროას სახელით გავაკეთო განცხადება. პირველი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი, როცა ჩვენ ვართ ერთად. ამიტომ, ეს პირიქით მეტყველებს ხელისუფლების სისუსტეზე. მეორე, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება მარტო. არავინ ამ ბრძოლაში სისტემასთან არ იქნება მარტო და ჩვენ, ყველანი…

მეტი...

,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ” – პაპუაშვილი

უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. „რაც შეეხება გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მაჩნია. დასცინის ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ…

მეტი...

21 მაისიდან ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს: 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს.…

მეტი...

,,ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება” – კობახიძე

კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის” – პრემიერი

ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან კანონის შესახებ დისკუსიას. „ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას…

მეტი...

,,ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება” – კობახიძე

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

,,უმუშევრობა შემცირდა, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით” – კობახიძე

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები საქსტატის მიერ. „გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში არის 4 პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და…

მეტი...

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა – ოლქში 11 დაღუპულს გლოვობენ

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანა ოლქის სოფლების დაბომბვის შედეგად 11 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ორსული ქალის დაღუპვას გლოვობს. დაშვებულია 40-მდე ადამიანი. ხარკოვის ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ კონტროლი მოიპოვეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. ბოლო მონაცემებით, რუსული შეტევის დაწყებიდან, 10 ათასზე მეტმა ადამიანმა თავიანთი სახლები დატოვა. როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს რუსული ჯარების მიზანი ამ ეტაპზე ქალაქ ჩასოვიარის აღებაა. გასულ ღამით შეტევა იყო ლვოვის ოლქზეც, დაიბომბა სუმიც.

მეტი...

ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს

ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მის მოვალეობებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს. BBC-ის ინფორმაციით, მანამდე მოხბერის კანდიდატურა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა დაამტკიცოს. ირანის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის დაღუპვიდან არაუგვიანეს 50 დღეში ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. Reuters-ი წერს, რომ ეს სავარაუდოდ ივლისში მოხდება. ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს დღეს ბრალს წაუყენებენ

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაიწყო, რომელიც 25 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება ძიება დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

მეტი...

14 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო, იგი 13 წლის მეგობრის გადარჩენას ცდილობდა

გამოცემა The Sun, ინგლისში, მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს. 14 წლის ბიჭი მდინარეში ტრაგიკულად დაიხრჩოს. ის 13 წლის მეგობრის გადარჩენას ცდილობდა. პოლიციამ 13 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მეტი...

,,როგორ გავუძლო ამ ტკივილს” – მოკლულ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები დაესხნენ. ინციდენტის დროს, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც. მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან: ,,ჩემო სიცოცხლე ბიჭო, ჩემო თბილო, ჩემო იმედიანო ისედაც სულ მენატრებოდი, ეხლა სად გეძებო. როგორ მიყვარხარ თოკო, როგორ მიყვარხარ!!! როგორ გავუძლო ამ ტკივილს ჩემო გამორჩეულო, ჩემო ანგელოზო”.

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!” – ემიგრანტებმა ესპანეთის ოთხ ქალაქში აქციები გამართეს

ესპანეთის ოთხ ქალაქში, მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და არნედოში ქართველმა ემიგრანტებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციები გამართეს. ,,თუ დღეს ჩვენ არ გადავდგამთ ევროპისკენ ნაბიჯებს, საქართველოში შეიძლება დაიწყოს ომი”, – მიმართა ერთ-ერთმა გამომსვლელმა ქალაქ მადრიდში შეკრებილ ქართველებს. საპროტესტო აქციებში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ უკან, რუსეთში დაბრუნებას, აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ევროპული მომავლისთვის აუცილებელია, “ქართულმა ოცნებამ” უკან გაიწვიოს კანონი.

მეტი...

ბოლო ზარი აქციაზე – თბილისში 20 მაისს მე-12 კლასელების მარში გაიმართება

თბილისში, 20 მაისს, 18:00 საათზე, განათლების სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით მე-12 კლასელების მარში გაიმართება. ,,ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით, წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები, ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 09:00 საათიდან, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ,,ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი…

მეტი...

ნაძალადევში დაჭრილი ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობა, უცნობია. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობისთვის, გუშინ, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ან ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია. ,,როგორც ვიცი, იყვნენ დაჭრილები. ყვირილის ხმა იყო, ხალხი გამოვიდა, როცა მოვიდა პოლიცია და სასწრაფო”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მეტი...

სტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ცნობილია შეკრების ადგილი, რომელიც აქამდე მოხსენიებული იყო როგორც ,,პრივატ დრაივის 7″. სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტრო-სადგურზე (9 3/4) შეიკრიბებიან. ,,ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7). Piertotum Locomotor! საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ ანონსში. მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის. სტუდენტური პროტესტის კვირეული 20-დან 26 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.…

მეტი...

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ – Reuters

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი. ,,პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ”, – განაცხადა Reuters-სთან ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად. მოგვიანებით კი რაისის დაღუპვა დაადასტურა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურმა. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი და საჰარეო საქმეთა მინისტრი გადაჰყვდა, გუშინ, 19 მაისს, ჩამოვარდა. მისი ნამსხვრევები დღეს დილით იპოვეს. რაისი აზერბაიჯანიდან ირანში ბრუნდებოდა, როცა მის ვერტმფრენს ქალაქ ჯოლფაში პრობლემა შეექმნა. ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში…

მეტი...

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“- შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში, ირანის პრეზიდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება. მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“- წერს შარლ მიშელი.   ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

მეტი...

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, მანამ სანამ პარლამენტი ე.წ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს. „ჩვენ ვაპროტესტებთ რუსლ კანონს და აქციების მიზანია გამოიწვიონ უკან ეს კანონი. არ მიიღონ საერთოდ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მანამდე სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდზე კი, ევროკავშირისა და საქათველოს დროშები გადმოფინეს.

მეტი...

„ვლოცულობთ ირანის პრეზიდენტისთვის, ბაქო მზადაა დახმარებისთვის“- ალიევი

„ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა“-  წერს სოიალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. „დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“ – წერს ალიევი. 19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით, მედიამ…

მეტი...

ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილას გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქირურგები, ასევე სპეცტრანსპორტი და აღჭურვილობა. პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა. ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.

მეტი...

„არმია’’ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

რაგბის კლუბმა ‘’არმიამ’’ ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა. ‘’არმიელებმა’’ განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში,  ოზურგეთის ‘’არწივები’’  დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ. ინფორმაციას, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. “რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა“- ნათქვამია განცახდებაში.      

მეტი...

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცლებს. სარდალაშვილი ჩემპიონი – 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა. „გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, – აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში. სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.  

მეტი...