ევროვიზია 2020-ზე თორნიკე ყიფიანის სიმღერა და კლიპი ცნობილია (ვიდეო)

დღეს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია შედგა. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე Eurovision.tv თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი გუშინ გავრცელდა. ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მეტი...

ევროვიზია 2020 – თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take me as i am თიზერი ვრცელდება. სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია.  არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექ ვოკალია. სიმღერის პრემიერა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება. ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მეტი...

“PRADA” იაპონიაში მოდის ჩვენებას აუქმებს

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის გამო დროებით გადადებს. უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის არსებული მდგომარეობის გამო გადაიდება“  მოდის სახლში იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება და იაპონიაში შოუს ჩაატარებენ, რადგანაც მათთვის იაპონიის ბაზარი, ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტი...

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველო კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. გიორგი შენგელაიას შემოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. მის მიერ გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმებია: „მაცი ხვიტია“; „ხარება და გოგია“; „სიყვარული ვენახში“ და სხვა არაერთი. მათ შორის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც დღემდე ცოცხლობს.

მეტი...

უიტნი ჰიუსტონი – 8 წელი გარდაცვალებიდან

2012 წლის 11 თებერვალს მსოფლიო შეძრა ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სიკვდილმა, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი. გარდაცვლილის ცხედარი სასტუმრო Beverly Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, მას ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება და სავარაუდოდ სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ახლა კი ცოტაოდენი ცნობები მის შესახებ:უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი…

მეტი...

“ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში მიმდინარე „ოსკარების“ ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შემსრულებლები დააჯილდოვეს. „ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ფენიქსისთვის ეს პირველი „ოსკარია“, ხოლო ზელვეგერისთვის მეორე. საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. „ოსკარის“ დაჯოლდოების 92-ე ცერემონიაზე „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორმა, 18 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, „ბითლზის“ კომპოზიცია Yesterday შეასრულა.

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზია 2020-ზე

ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსს წელს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, 12, 14 და 16 მაისს მასპინძლობს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალის, მეორე ნაწილში, 14 მაისს იმღერებს. აქტიურ ფაზაში შედის სიმღერაზე მუშაობა. თორნიკე ყიფიანი სიმღერას “ბრავო რექორდსში” წერს. ცნობილია, ისიც რომ მას სამი ბექვოკალისტი ეყოლება. მარიამ შენგელია, ალეკო ბერძენიშვილი და მარიკო ლეჟავა. სიმღერის კლიპსა და სცენოგრაფიაზე ქართველი და უცხოეული პროდისერები იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს და საუკეთესო შედეგს 2010-2011 წლებში მივაღწიეთ. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანია Open Up – გაიხსენი.

მეტი...

ბობ მარლის დაბადების დღე – მუსიკალური კალენდარი

6 თებერვალი Bob Marley-ის დაბადების დღეა. ლეგენდარულმა იამაიკელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა ჯგუფ The Wailers-თან ერთად 1963 წელს დაიწყო. მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მარლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Is This Love, One Love, Satisfy My Soul, Jamming. ის 36 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

მეტი...

თბილისი – საუკეთესო ადგილი ევროპაში კოლმარისა და ათენის შემდეგ

„საუკეთესო ადგილები ევროპაში 2020 წელს სამოგზაუროდ“ – აღნიშნულ გამოკითხვას  ვებპორტალი „ევროპის საუკეთესო ადგილები“, უკვე 11 წელია, ატარებს.  გამოკითხვაში მონაწილეობა წელს 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. რეიტინგში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ  „დედაქალაქი თბილისი კულტურული, გასტრონომიული მრავალფეროვნებით, არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია“. ამასთან, პორტალი თბილისის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას. „შუა საუკუნეების ნაგებობები ბრწყინვალე ოსმანური სტილის ნაგებობებს ერწყმის. აქ იხილავთ ნეოკლასიკას, საბჭოთა ან თანამედროვე შენობებს. თბილისი პატივს სცემს წარსულს და მიმართულია მომავლისკენ, მისი ახალგაზრდობისა და ხვალინდელი გამოწვევებისკენ. აუცილებლად ადით თბილისის მწვერვალზე და მოინახულეთ თბილისის მცველის, ქართლის დედის ქანდაკება, საიდანაც დედაქალაქზე გამორჩეული პანორამა იშლება. მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი,…

მეტი...

მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მეტი...

10 ყველაზე საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN

მუცო, უშგული, ვარძია, ანანური, გერგეთი, გელათი, გომის მთა, სიღნაღი, დართლო, დავით გარეჯი – ეს ის ადგილებია, რომლებზეც ცნობილი გამოცემა CNN Travel-ი საქართველოზე წერს. სტატიაში წერია, რომ საქართველო მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ფლობს უზარმაზარ გეოგრაფიულ შესაძლებლობებს და ღირსშესანიშნაობებს. “ქვეყნის ოთხივე მხარე ტურისტის გაოცხებას იწვევს. ევროპის 6 უმაღლესი მწვერვალიდან, 3 სწორედ საქართველოში მდებარეობს”-ნათქვამია სტატიაში, რომელსაც CNN-ის მოგზაურობის ბიურო ავრცელებს.

მეტი...

„ლურჯი ვეშაპი“ – „მკვლელ თამაშთან“ დაკავშირებით ლევან გაბაძემ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

ქართული და არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოება, მალე, ე.წ. მკვლელ თამაშთან დაკავშირებით ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან გაბაძის მხატვრულ ფილმს იხილავს. „ლურჯი ვეშაპი“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე. რეჟისორმა, ერთ-ერთ მსახიობთან და შვილმკვდარ დედასთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ფილმზე ისაუბრა. „იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, კარგად მუშაობს ამ თემაზე საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა, ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციოს გამოშვებებს. ამიტომ, ვეცადეთ, რამე განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყვნენ და ენახათ. ფილმი სულ 15 წუთიანია და შექმნილია…

მეტი...

ევროვიზია 2020 წლის კენჭისყრა დღეს გაიმართება

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა 28 იანვარს გაიმართება და გადაწყდება, რომელი ქვეყანა რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. კენჭისყრა 19:10 საათზე დაიწყება და მას ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.

მეტი...

18 წლის მომღერალი გრემის დაჯილდოვებაზე რეკორდსმენი გახდა

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერისა და ჩანაწერის სტატუსი Bad Guy-მ დაიმსახურა.  ბილი აილიშმა კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

მეტი...

“ფორსაჟის” პირველ ტიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს

Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის ტრეილერის 15-წამიანი ანონსი გავრცელდა. პირველ კადრებში ვხედავთ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელს და ამის გარდა ნაცნობ ლოკაციასაც თავისუფლების მოედანს. ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა . Fast and Furious-ს დედაქალაქში პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებდნენ. როგორც ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის საქართველოში მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დახარჯულიყო.

მეტი...

QUEEN-ი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ლეგენდარული Queen პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. კოლექტივის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებზეც ბენდის თითოეულ წევრთან დაკავშირებული ინსტრუმენტებია დატანილი. რკინის, ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულება 13-დან 2,020 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

მეტი...

მაისურაძე, ბოლქვაძე, ოდიშარია – ვინ იქნება კულტურის სფეროს ახალი ხელმძღვანელი?

განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა. ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია. საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მეტი...

„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K

ქართველი ბითმეიქერი (მუსიკოსი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჟანრში ინსტუმენტალურ მხარეს უზრუნველყოფს), ტრეკების პროდიუსერი და  მუსიკოსი ომარ ხალვაში, იგივე Omar K თავისი მუსიკით აუდიტორიას იპყრობს. Omar K მუსიკას 16 წლის ასაკიდან ქმნის, კერძოდ კი პროფესიული წინსვლა  ელექტრონული მუსიკის მიმართულებით დაიწყო. მუსიკალური განვითრება კი “ოლდ სქულ” (90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა) ჰიპ-ჰოპით  გააგრძელა. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა მუსიკოსის შემოქმედებით, რომელიც მისი ნამუშევრებით რევოლუციას გეგმავს. „მედიაცენტრი მთავარი“ : რატომ გახდა ჰიპ-ჰოპი და არა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თქვენთვის საინტერესო? Omar K: „ჩემთვის ჰიპ-ჰოპი საკუთრი თავის გამოხატვა და იმ ყველაფრის ასახვაა მარტივ ენაზე, რაც საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენ ირგვლივ …

მეტი...

როგორ მუშაობს უწმინდესი ოპერის უვერტიურაზე – პატრიარქის აქამდე უცნობი კადრები

ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პატრიარქთან ერთად ოპერის უვერტიურაზე მუშაობს. “ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს ვიდეო, სადაც უწმინდესი და მე ვიწყებთ ოპერის უვერტიურაზე მუშაობას. პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს”, – წერს ვალერიან შიუკაშვილი.

მეტი...

ნოდარ დუმბაძის რვა ნაწარმოები, არაბულად ითარგმნა

დღეს, კატარში,  დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე “Doha International Book Fair” ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის, საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში…

მეტი...

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს არიადნა შენგელაიას, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა, არტისტის დაბადების დღეს ემთხვევა. დავით ოქიტაშვილის თქმით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს. ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი – არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ცეზარი და კლეოპატრა”, “ანა ფრანკის დღიური”, “სამი მუშკეტერი” და…

მეტი...

ესტონელი მომღერალი ევროვიზიაზე საქართველოზე იმღერებს

მომღერალი Egert Milder, მისი ახალი სიმღერით “Georgia”, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთის სახელით ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება. ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსი Ahoy Arena-ზე ჩატარდება. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანი კი „Open Up“ იქნება. ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართელოს, ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ კონკურსს, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

მეტი...

ოსკარების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე ჩატარდება

ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კინოდაჯილდოება წამყვანის გარეშე ჩაივლის.  “ABC Entertainment”-ის პრეზიდენტმა, კერი ბრუკმა ,,კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიასთან’’ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზად გასული წლის გამოცდილება დაასახელა. მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ხდება, პირველად დაჯილდოება წამყვანის გარეშე 1989 წელს ჩატარდა. მეორედ 2019 წელს, როდესაც მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა წამყვანობაზე უარი თქვა. ოსკარების 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება. დაჯილდოება პირველად 1927 წლის 16 მაისს ჩატარდა კინოინდუსტრიაში მიმდინარე მიღწევების აღსანიშნად. ყოველწლიურად აკადემიის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. დღეს მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. თორნიკე ყიფიანი უკვე მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, ისეთი, როგორიც  X Factor და „საქართველოს ვარსკვლავია“. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, ის ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ სცენაზე ქვეყანას წარმოადგენს. წელს, ევროვიზიის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს Ahoy Arena-ზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანი, რომელშიც 41 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის ავსტრალიაც, არის Open Up (გაიხსენე). თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა, სავარაუდოდ, ინგლისურენოვანი იქნება.

მეტი...

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

ხელოვნების მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ – შესაბამისი მიმართვა ხელოვანებმა გაავრცელეს. ისინი წერილობით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე. განცხადებაში, რომელსაც ცნობილი მოღვაწეები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი არის მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით. „სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტ-ექსპოებზე,…

მეტი...

როგორ ხვდება ბერკემერ-მახარაძეების ოჯახი შობა-ახალ წელს თბილისში (ვიდეო)

წელს, ცნობილი მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი ოჯახთან ერთად შობა-ახალ წელს თბილისში ხვდება. მათ დღეს შობა გერმანული წესით აღნიშნეს – შეასრულეს საშობაო სიმღერები, ტრადიციულად გახსნეს საჩუქრები და საშობაო-საოჯახო ვახშამი გამართეს. კიდევ რა საშობაო ტრადიციები აქვთ ბერკემერ-მახარაძეების ოჯახს, იხილეთ “მედიაცენტრი მთავარის” მოკლე ვიდეორგოლში.

მეტი...

All I Want For Christmas Is You – ყველასთვის საყვარელი სიმღერა ახალი კლიპით (ვიდეო)

მერაია ქერიმ ცნობილ საშობაო ჰიტზე All I Want For Christmas Is You ახალი ვიდეორგოლი გადაიღო.  CNN-ის ინფორმაციით, თავად მომღერალმა ახალ ვიდეოს „თანამედროვე კლასიკა“ უწოდა. რგოლის მთავარი გმირი პატარა გოგონაა, რომელიც ჯადოსნურ სათამაშოებს ხვდება.  All I Want For Christmas Is You უკვე 25 წლისაა. დეკემბერში სიმღერა ​Billboard-ის ჩარტის სათავეში პირველად მოხვდა.

მეტი...

ქართველმა ხელოვანმა, 120 000 დოლარად შეფასებული კედელზე მიკრული ბანანი შეჭამა (ვიდეო)

მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა. “ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო. მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა დეივიდ დათუნამ. გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.

მეტი...

“სუხიშვილები” ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებენ, სადაც თხოვენ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო…

მეტი...

ამერიკული კინოსტუდიების გაფრთხილება საქართველოს

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა წერია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ. ჰოლივუდის კინოსტუდიებმა შესაძლოა, გარკვეული სანქციების დაწესებაც მოითხოვონ. ქვეყანაში არსებულ კანონდარღვევაზე დიდი ხანია საუბრობენ “სილქნეტშიც”. კომპანიამ არალეგალურ ფილმებზე რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. “სილქნეტში” განმარტავენ, რომ ბაზარზე ფილმების არალეგალურად გავრცელება კინობიზნესს დიდ ზიანს აყენებს. წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-საიტია. თავად ამ საიტების ხელმძღვანელები, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. როგორც “აჭარანეთის”, ასევე “აიმუვის” წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ კომპანიის პასუხისმგებელი პირები ქვეყანაში…

მეტი...

“თუ კარასინი გულისხმობს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, უარს საჯაროდ ვაცხადებთ” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ეხმაურება. “ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს…

მეტი...

“ქეთო და კოტე” კონსერვატორიის სცენაზე – ცნობილი ოპერა 100 წლის იუბილეს ზეიმობს

კონსევატორიის დიდ სცენაზე, “ქეთო და კოტე” პირველად იდგმება. ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერა წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 1919 წელს დაწერილი კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რეჟისორის გადაწყვეტით ოდნავ სახეცვლილია. ოპერას სალაპარაკო რეჩიტატივებიც დაემატა. საოპერო დადგმაში ცაგარელის “ხანუმადან” რამდენიმე გამონათქვამი და ​ ტაბლიაშვილის ფილმიდან სცენებიც მოხვდა. “ქეთო და კოტე” კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს საავტორო უფლება მფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. 1 საუკუნის წინ შექმნილი ოპერა რომელიც სატირას წარმოადგენს თავად-აზნაურობის ყოფას ასახავს. კომედიაში მოცემულია 2 სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა-ცხოვრება და ვაჭარ ტყუილკოტრიშვილების სიხარბის მაგალითები. მათი დაპირისპირება და მაჭანკლის მიერ დამოყვრების ორგანიზება. ხანუმა, რომელიც მდიდარი თავადის გულის მოგებას სხვადასხვა ხრიკით გეგმავს. ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ოპერა, დღესაც…

მეტი...

ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვის მშობელმა სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო (ვიდეო)

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებთან დავა საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო და საქალაქო სასამართლოში გადაამისამართეს. „მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვდით ფილმში ბავშვების უკანონოდ და მოტყუებით გადაღებისთვის დაეწყოთ გამოძიება. ოფიციალური პასუხი მოგვივიდა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და მირჩიეს, სასამართლოს მივმართო. შსს-სგან  ვითხოვდით, დაწყებულიყო ძიება რატომ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების უკანონოდ ჩართვა ფილმის გადაღებაში და არ გაგვიმხილეს რაზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი.  შსს-მ ჩაატარა ძიება და გადაგვამისამართა სასამართლოში. გვითხრეს რომ ჩვენ ვერ…

მეტი...

მინსკში ფერწერული გამოფენა, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერიის – „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, ფერწერული გამოფენა სახელწოდებით, „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს, ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას,…

მეტი...

“რაცხა”, ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – თამარ ივერი

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების მიერ, საქართველოს სხვადასხვა უწყებებზე, ბოქლომის დადების ფაქტს ეხმაურება.  “ბოქლომი შეაბეს, ბოქლომი დაადეს, ბოქლომი ჩამოკიდეს. მოკლედ, ვარდების რევოლუციის მერე მგონი “რაცხა” ბოქლომების რევოლუციისკენ მივდივართ” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში. 

მეტი...

„მგალობლებს „წინ წყარო“ ტრადიციული ფილმისთვის შეასრულებინეს და „გეი სიყვარულისთვის“ გამოიყენეს – დეკანოზი სამართლებრივ დავას იწყებს

„ეს ფილმი შეეხო თითოეული ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ბუნებრივია, ეკლესიაც ვერ დარჩებოდა გულგრილი. ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებსაც შეეხო ეს თემატიკა. მათ მოტყუებით, ამ ბინძურ ფილმში „წინ წყარო“  შეასრულებინეს“ – ეს განცხადება წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. სასულიერო პირი ფილმიდან – „და ჩვენ ვიცეკვეთ“,  სიმღერის ამოღებას ითხოვს და მრევლთან ერთად, სამართლებრივ გზას გაუყვება, „მიმდინარე ზაფხულს, დაუკავშირდნენ ჩვენს მგალობელთა ჯგუფს და უტიფრად უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე, სუფრაზე, გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე იღებდნენ ფილმს. შესთავაზეს ამ ფილმში მონაწილებს მიღება და „წინ წყაროს“ შესრულება. ბუნებრივია, დათანხმდნენ და შეასრულეს სიმღერა. ეს „გეი ფილმი“…

მეტი...