უიტნი ჰიუსტონი – 8 წელი გარდაცვალებიდან

2012 წლის 11 თებერვალს მსოფლიო შეძრა ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სიკვდილმა, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი.

გარდაცვლილის ცხედარი სასტუმრო Beverly Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, მას ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება და სავარაუდოდ სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

ახლა კი ცოტაოდენი ცნობები მის შესახებ:
უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი.

მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალი იყო, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპი იყო.

მსგავსი თემები