„მგალობლებს „წინ წყარო“ ტრადიციული ფილმისთვის შეასრულებინეს და „გეი სიყვარულისთვის“ გამოიყენეს – დეკანოზი სამართლებრივ დავას იწყებს

„ეს ფილმი შეეხო თითოეული ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ბუნებრივია, ეკლესიაც ვერ დარჩებოდა გულგრილი. ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებსაც შეეხო ეს თემატიკა. მათ მოტყუებით, ამ ბინძურ ფილმში „წინ წყარო“  შეასრულებინეს“ – ეს განცხადება წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

სასულიერო პირი ფილმიდან – „და ჩვენ ვიცეკვეთ“,  სიმღერის ამოღებას ითხოვს და მრევლთან ერთად, სამართლებრივ გზას გაუყვება,

„მიმდინარე ზაფხულს, დაუკავშირდნენ ჩვენს მგალობელთა ჯგუფს და უტიფრად უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე, სუფრაზე, გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე იღებდნენ ფილმს. შესთავაზეს ამ ფილმში მონაწილებს მიღება და „წინ წყაროს“ შესრულება. ბუნებრივია, დათანხმდნენ და შეასრულეს სიმღერა. ეს „გეი ფილმი“ ეკრანებზე რომ გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შესრულებული სიმღერა ტრადიციული კი არა, არატრადიციული ფილმისთვის ყოფილა. მათთვის შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი. სრულიად მოტყუებით, არაადამიანურად მოექცნენ ადამიანებს“ – განაცხადა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მამაომ აღნიშნა, მრევლთან ერთად, იურისტებთან გადის კონსულტაციას, რის შემდეგაც, ფილმის რეჟისორის „ლევან აკინის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.

„მგალობლების სიმღერა  ფილმში გამოიყენეს მოტყუებით. გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან და ამას სამართლებრივი გზა მიეცემა. იმიტომ, რომ ეს ადამიანები როგორც ეკლესიაში გალობენ, ისე მათ აქვთ თავიანთი ანსამბლი და მთელი დღე ზარი არ შეწყვეტილა მათთან ბავშვები სთხოვდნენ პასუხს როგორ მიიღეს ამ ამაზრზენ ე.წ ფილმში მონაწილეობა. მოვითხოვთ, ფილმიდან სიმღერა საერთოდ მოიხსნას“- განაცხადა მამა გიორგიმ „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილმა ქართულ-შვედურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოში საკმაოდ დიდი დაპირისპირება და პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები ფილმის რეჟისორს უჩივიან და აცხადებენ, რომ მათი შვილები ფილმში მოყტუებით გადაიღეს და ტრეფიკინგის ბრალდებას უყენებენ. ანალოგიურს აცხადებს თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი, რომლის სტუდიაშიც ეს ბავშვები სწავლობდნენ. ფილმის რეჟისორს მგალობლებიც უპირისპირდებიან.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90/

მსგავსი თემები