„ლურჯი ვეშაპი“ – „მკვლელ თამაშთან“ დაკავშირებით ლევან გაბაძემ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

  •  

ქართული და არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოება, მალე, ე.წ. მკვლელ თამაშთან დაკავშირებით ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან გაბაძის მხატვრულ ფილმს იხილავს. „ლურჯი ვეშაპი“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე.

რეჟისორმა, ერთ-ერთ მსახიობთან და შვილმკვდარ დედასთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ფილმზე ისაუბრა.

„იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, კარგად მუშაობს ამ თემაზე საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა, ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციოს გამოშვებებს. ამიტომ, ვეცადეთ, რამე განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყვნენ და ენახათ. ფილმი სულ 15 წუთიანია და შექმნილია პრევენციისთვის. ჩვენ მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია, შევხვდით ფსიქოლოგებს, ადამიანებს, საკუთარ თავზე გადაიტანეს ეს მძიმე ტრაგედია.  მთლიანი ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე, სხვადასხვა ინფორმაციაზე, ვინც „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი გახდა“ – განაცხადა ფილმის სცენარისტმა და რეჟისორმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მისივე თქმით, მთავარი გზავნილი მარტივია – ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია.   

„ჩვენი ძირითადი გზავნილები  მოზარდებს ეკუთვნით, ვისაც ამ კუთხით  სჭირდება დახმარება სჭირდება. ალბათ, რთულია, წაიყვანო ფსიქოლოგთან ან საუბარი ამ თემაზე, რომ გამოიყვანო მდგომარეობიდან, ჩვენ კი ვეცადეთ, რომ ყველა ბავშვისთვის ეკრანიდან მიგვეყვანა ფსიქოლოგი. ვფიქრობთ, რომ ვინც უყურებს ამ ფილმს, თავის საკუთარ თავს ამოიცნობს და მიიღებს იმ შეკითხვებზე პასუხს, რომელსაც ვერ სვამს. პრობლემიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს. სწორედ ამისთვისაა ეს ფილმი გაკეთებული“, – განაცხადა ლევან გაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რეჟისორის განცხადებით, ფილმი სწორედ პრევენციისთვის შეიქმნა და ფიქრობენ ფილმი სკოლებშიც შევიდეს. 

„ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მოზარდმა ნახოს ფილმი და მივიტანოთ ყველასთან. ასევე, ვემზადებით საფესტივალოდ. ამ დროისთვის მიმდინარეობს თარგმანი. კოსულტაციები გავიარეთ ეროვნულ კინოცენტრთან, ვინაიდან მათ აქვთ პროგრამა, რომ სკოლებშიც შეიტანონ აღნიშული ფილმი. ფილმის გზავნილი მხოლოდ მოზარდებს არ ეკუთვნის. შესაძლებელია, მშობლებმაც მეტად დაინახონ საკუთარი როლი და თავი ამ პრობლემის დასაძლევად“ –  განაცხადა ლევან გაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები