ზამთრის კურორტი ჩინეთში და ბეწვის თხილამურების წარმოება

ეს  სინძიანგ უიგურის ავტონომიური რეგიონია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ყინულისა და თოვლის ინდუქსტია აქ ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ზამთრის პერიოდში კი ტურიზმის ხიბლი უფრო და უფრო იზრდება განსაკუთრებით მათთვია, ვისაც სრიალი, თხილამურები, ყუნულისგან ფიგურების გამოთლა და ზამთრის სპორტული სანახაობები ხიბლავს. ჯიანჯუნის სამთო-სათხილამურო კურორტი ალტაიში, სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს.  აქ ადრე მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩადიოდნენ ტურისტები. დღეს კი მწვრთნელებსაც ქირაობენ და თხილამურებუთ სრიალს სწავლობენ. როგორც ლიუ იაოპინგი, მწვრთნელი ჯიანჯუნის სამთო სათხილამურო კურორტის სათხილამურო სასწავლო ცენტრიდან ამბობს, სასწავლო ცენტრს მხოლოდ 50 მწვრთნელი ჰყავდა, დღეს კი მაღი რაოდენობა 180-ზე მეტია. პარალელურად, იზრდება სასრიალო ტრასების რაოდენობაც. სინციანში…

მეტი...

32 მილიონიანი „ჭკვიანი ქალაქი“ ჩუნცინი ჩინეთის პროვინციაში (ფოტორეპორტაჟი)

ჩუნცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის  ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. მის შემადგენლობაშია 38 რაიონი და ოლქი, 32 მილიონი მოსახლით. ჩუნცინი არის დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების ცენტრი, ისევე როგორც კავშირი „სარტყელსა და გზას“ და მდინარე იანცის ეკონომიკურ სარტყელს შორის. ეს არის ქალაქი 3 000 წლიანი ისტორიით.   აქ ცნობილია „ბაიუ“-ს  კულტურა. ის არის „ბაიუს“  სამშობლო, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და სცენური ადგილებით, როგორიცაა „Dazu“ –  ქვაზე კვეთის და ჰეჩუანის სათევზაო ქალაქი. ჩუნცინი არის მთებისა…

მეტი...

„იუ ბაღი“ შანხაიში „ღმერთის ტაძრის“ გვერდით

Yu Garden – „იუ ბაღი“ შანხაის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ქალაქში მდებარეობს.  ის აერთიანებს ისტორიულ,  კულტურულ ნაწილს,  ტურიზმსა და ვაჭრობას. „იუ ბაღი“ არის  ჩინური ბაღი, რომელიც  ქალაქის ღმერთის ტაძრის გვერდით, შანხაის  ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. იუ ბაღი შედგება დეკორატიული დარბაზებისგან, პავილიონებისგან, ბრჭყვიალა აუზებისგან, ზიგზაგის ხიდებისგან, კუნძულისგან, რომელიც სავსეა ე.წ. ოქროს თევზებით. იუ ბაღი ორ ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშლილი და დატვირთულია  არქიტექტურული საოცრებებით. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ ჩინეთის უძველეს არქიტექტურას გაეცნონ, ივაჭრონ, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და მთელი დღე გაატარონ. აქ  ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, განსხვავებული და გამორჩეული ორნამენტებით, რომელიც წყალზე დგას.…

მეტი...

„ზღვის ბაღი“ და კუნძული სიემენში (ფოტორეპორტაჟი)

სიემენი – ეს  არის უდიდესი ქალაქი ფუჯიანის პროვინციაში და მდებარეობს ფუჯიანის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. კუნძული გულანგიუ  სიემენის შემადგენელი ნაწილია. მისი ფართობით 1.88 კვადრატული კილომეტრია და მდებარეობს ქალაქ სიემენის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფუჯიანის პროვინციაში. ეს უძრავი კუნძული სარგებლობს გაზაფხულის ამინდით მთელი წლის განმავლობაში და მორთულია აყვავებული მწვანე ფერით. მეტსახელად “ზღვის ბაღი” ჰქვია. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის. სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა…

მეტი...

ტიბეტი – დალაი ლამას სასახლეები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო. სიმაღლე 3700 მეტრი. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში. ტიბეტელები  საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლეზე ბორცვზე. ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის…

მეტი...

 ღამის შანხაი (ფოტორეპორტაჟი)

ეს არის გაბრდღვიალებული ტურისტული და ცენტრალური მოედანი შანხაიში, რომელიც ტურისტების ვერ იტევს.  ერთ-ერთი,  რაც აქ თვალში მოგხვდებათ და მოგინდებათ ყველაფერი დააგემოვნოთ, სწორედ ფერადი, ლამაზად გაფორმებული და მრავალფეროვანი ტრადიციული სამზარეულოა. ტკბილეული, ნაყინი, ეგზოტიკური ხილი, ფუნთუშეული, ხორცეული, ტკბილეულისა და ცხარეს ნაზავი – ღამის შანხაი განსაკუთრებულია. ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

მეტი...

ასე რეცხავენ ქუჩებს შანხაიში (ვიდეო)

ასე ირეცხება შანხაის ქუჩები ყოველ დილით.  06:00 საათიდან ქალაქის ქუჩებში არაერთგზის შეხვდებით მსგავსი სურათს. ასე რეცხავენ და ასუფთავებენ ქუჩებს დილით და საღამოს. ამიტომაც, ქალაქში ვერ ნახავთ ნაგავს და სიბინძურეს. ქალაქი იმდენად მოწესრიგებული და სუფთაა, თავს ვერ მისცემ უფლებას, რამე დააგდო და დააბინძურო. ეკა გულუა შანხაიდან ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

მეტი...

ფულით გატენილი შესაწირი „თასი“ ჩინეთის ტაძრებში

ჩინეთის ტაძრებს მომლოცველები არასდროს აკლია. როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ტაძრებს დიდი რაოდენობით სტუმრობენ და იმ ე.წ. შესაწირ თასებზეც კარგად ჩანს, რომელიც ყველა ტაძრის ეზოშია განთავსებული. შესაწირი სპეცილური მეტალისგანაა დამზადებული, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ბუდისტური ფიგურები. შესაწირი ძალიან დიდი ზომისაა და მიუხედავად მასშტაბისა,  შეწირული თანხა იქ არასდროს ეტევა და გარეთ ცვივა. სწორედ ამიტომ, შესაწირს ირგვლივ შემოვლებული აქვს შუშის ოთხკუთხედი სივრცე, რომ თანხა გარეთ არ გაიბნეს. შეწირული თანხა, რომელიც ე.წ. თასის ქვეშ ყრია, სწორედ მისი გავსების შემდეგ გარეთ ცვივა. გარდა ამ შესაწირისა, მომლოცველები შიგნით ტაძრებშიც ტოვებენ თანხას და მსგავსი სურათია შიდა სივრცეშიც. ეკა…

მეტი...

როგორ იგეგმებოდა და ვითარდებოდა შანხაი – ქალაქი ერთ მუზეუმში

ფანჯარა შანხაის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის – დიახ, ეს არის მთლიანი ქალაქი, შანხაი მოქცეული ერთ მუზეუმში. შანხაის ურბანული დაგეგმარების მუზეუმი სწორედ ის სივრცეა, სადაც მთელი შანხაის დაგეგმარებას, განვითარებას, ისტორიას  და თანამედროვეობას გაეცნობით. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო ცენტრი მდებარეობს შანხაიში, სახალხო მოედანზე, მუნიციპალური მთავრობის შენობის მიმდებარედ. საგამოფენო ცენტრი არის ექვსსართულიანი შენობა, ორი სარდაფით, რომელიც გვაცნობს  შანხაის ურბანული დაგეგმარებასა და განვითარებას. მუზეუმი 3600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი აშენდა ქალაქის დაგეგმარებისა და მშენებლობის მიღწევების საჩვენებლად. მას აქვს მრავალი ფუნქცია, როგორიცაა გამოფენა, მინიშნება, კვლევა, კომუნიკაცია, დასვენება და გართობა. შენობის ძირითადი…

მეტი...

უნიკალური მცენარე, რომელიც სამკურნალო პრეპარატებს და ძვირადღირებულ სოკოს იძლევა

მცენარე, რომლისგანაც 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს, 75 ტონა ქაღალდს, მედიკამენტებს, თაფლს, კონიაკს, 11 სახეობის სოკოს, ჩაის და კიდევ უამრავი დასახელების პროდუქტს ამზადებენ,  ჯუნკაოა. ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩინეთში,  პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჰყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მათ შორის, უნიკალურია  სამკურნალო სოკოების გამოსაყვანად, მედიცინასა თუ სხვადასხვა პროდუქციის საწარმოებლად. ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს. Juncao Technology-ის ეროვნული საინჟინრო კვლევის ცენტრი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ დაარსდა. Juncao…

მეტი...

ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

“შანხაი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ოკეანეში”. მას ცოცხალი კულტუურული სიმდიდრეებისა და აყვავებული ვაჭრობის გამო  „აღმოსალეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. შანხაი არის მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ადგილი და საერთაშორისო კულტურული გაცვლის ცენტრი. ის მდებარეობს იანძის შესართავთან. შანხაის ათასი წლის ისტორია გააჩნია. შანხაის აეროპორტების ტვირთისა და ფოსტის გამტარუნარიანობა მსოფლიოში მესამე ადგილზე რჩევა.   ეს არის ისტორიული და კულტურული ქალაქი. ასევე, საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო და გადაზიდვის ცენტრი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სათავე. „ღამის ქალაქი“ ულამაზესი სანახავია, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ, როცა მტავარი კოშკი ნათდება. ეკა გულუა შანხაიდან შანხაი – სავაჭრო და ტურისტული უბანი  

მეტი...

სახლები ტიბეტში – ფოტორეპორტაჟი  

ტიბეტი – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტიბეტური სახლები, რომელიც გამორჩეულია საოცარი ფერებითა და მოჩუქურთმებით.   ლინჩი არის ტიბეტის ერთ-ერთი ქალაქი. არ არის მჭიდროდ დასახლებული, თუმცა, საკმაოდ ბევრი კერძო სახლია. სახლები თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ფასადი ერთნაირია, გადახურვაც. ყველას აქვს საკუთარი გამწვანებული და მოვლილი ეზო. პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახია, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან. სახლის როგორც შიდა, ისე გარე სივრცე ისეა მოჩუქურთმებული, მუზეუმში გეგონება თავი. იყენებენ…

მეტი...

ქვებში შემწვარი კვერცხი

ჩინური სამზარეულო, მრავალფეროვან გემოსთან ერთად  უნიკალურია ვიზუალური თვალსაზრისითაც. მაგალითად, კერძი, რომელიც ფოტოზეა ასახული, არის შემწვარი კვერცხი, თუმცა, სპეციალურ ქვებში შებრაწული კვერცხი გემოვნებითაც რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი, ტაფაზე შემწვარი კვერცხისგან. ფოტო გადაღებულია ქალაქ ლიჯიანგში, იუნანის პროვინციაში. ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩინეთის სხვა პროვინციებისგან განსხვავებით, აქ სამზარეულოც რადიკალურად განსხვავებულია. ეკა გულუა ლიჯიანგიდან

მეტი...

ცაში ჩამოკიდებული სოფელი ჰუაუ (ვიდეო)

ეს არის სოფელი ჰუაუ. ის მდებარეობს ჩინეთის გუიჟოუს პროვინციაში. მისი  მთავრი ბუნებრივი უპირატესობაა მაღალი ეკოლოგიური გარემო, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს.  აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. აქ მოჰყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი. ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით.  პროექტის საერთო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. სწორედ ეს არის სოფლის უნიკალური ხიბლი. შეგრძნებაა ისეთი, თითქოს გამოკიდული ხარ ჰაერში. აქ ყველაფერი სიძველის ეფექტითაა შენარჩუნებული.  დილით აქ თითქმის არაფერი ჩანს, ნისლშია მთელი სოფელი გახვეული. ტერასებზი გაფენილია თეთრი  კარვები, სადაც შეგიძლია მთელი დღე გაატარო. დაისვენო, დააგემოვნო ტრადიციული საკვები გაერთო, იმხიარულო. ეწყობა…

მეტი...

ლიჯიანგის 800 წლიანი ძველი ქალაქი – ფოტორეპორტაჟი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ლიჯიანგის ძველი ქალაქი უნიკალურია თავისი ისტორიით.  ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ძველი ქალაქი ლიჯიანგი არის თანამედროვეობისა და სიძველის შერწყმა. აქ ნახავთ სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს.  ძველ ქალაქს ყოველდღიურად ათასობით დამთავრიელებელი სტუმრობს როგორც დღე, ისე ღამე. ლიჯიანგის ძველ ქალაქს ასევე უწოდებენ დაიან ძველ ქალაქს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე და მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. ლიჯიანგის ძველი ქალაქის მთავარი ქუჩები დაყოფილია  რამდენიმე პატარა გზად და ხეივნად, ყოველი მათგანი ერთანეთს უკავშირდება. სეირნობ…

მეტი...

500 ფერმერის გრანდიოზული შოუ „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში

ლიჯიანგი, სოფელი იუჰუ. ეს სასწაული სანახაობა, რომელშიც 500 ფერმერი მონაწილეობას, არც ფილმებში გექნებათ ნანახი, არც გაგონილი და მით უმეტეს, არც წაკითხული. ეს არის გრანდიოზული სპექტაკლი, რომელიც  დადგმულია ღია კოლიზეუმის სტილის თეატრში და მასში  500 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობს  10 ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი  16 ახლომდებარე სოფელს წარმოადგენენ. ეს 60 წუთიანი შოუ ზღვის დონიდნ 3100 მეტრ სიმაღლეზე იმართება და აუცილებად უნდა ნახოთ, რომ ჩინური კულტურის კიდევ ერთი სასწაულის მნახველი გახდეთ. ვიდეორეპორტაჟი იუჰუდან. ეკა გულუა სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ფოტორეპორტაჟი იუჰუდან  

მეტი...

სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ფოტორეპორტაჟი იუჰუდან

ამბობენ რომ აქ გაზაფხული წელიწადში 4-ჯერ მოდის. აქ ჰაერი ნოტიო, თბილია. პროვინცია მდიდარი მწვანე ჩაის ხეებითა და ბუჩქებით. ეს სოფელი იუჰუა. სოფელი იუჰუ მიეკუთვნება ნაქსის უმცირესობას და ის არის  არის ხეობის ბოლო სოფელი და მდებარეობს ლიჯიანგში, „ჯეიდის დრაკონის მთის“ ძირში. აქ ნახავთ უნიკალური კლდეებით აშენებული სახლებს,  ეს არის კლდეებისა და გამხმარი მიწის ნაზავი, რომელიც სოფელს სიძველეს მატებს და ისეთივე სახე იღებს, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. აქ საკმაოდ პოპულარულია ლაშქრობა. მოკაზმული და ლამაზად მორთული ცხენებთ ადგილობრივებს ტურისტები „თოვლის დრაკონის“ მთის მიმართულებით ულამაზეს სანახაობას სთავაზობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადილობრივი სამზარეულო და ტკბილეული,…

მეტი...

“მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ აზია-წყნარი ოკეანის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას” – სი ძინპინი ვიეტნამში 

ჰანოიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის და ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. როგორც სი ძინპინმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება თანამშღმლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებას. „ჩინეთისა და ვიეტნამის ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს და მჭიდროდ არის დაკავშირებული. „ქამარი და გზის“ ინიციატივისა და „ორი დერეფნისა და ერთი ეკონომიკური წრის“ სტრატეგიის თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერამ გახსნა ახალი პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის. ჩინეთი უფრო ხარისხიანი ვიეტნამური პროდუქციის იმპორტს მოახდენს, გააძლიერებს კავშირს ვიეტნამთან სამრეწველო და მიწოდების ქსელებზე, გააძლიერებს კავშირს და გააფართოვებს ვიეტნამთან თანამშრომლობას განვითარებად სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ციფრული ეკონომიკა“ – აღნიშნა სი ძინპინმა პრემიერთან…

მეტი...

სი ძინპინი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ვუონგ დინ ჰუეს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი აგრძელებს ვიეტნამში ვიზიტს. ამჯერად მან ოფიციალური შეხვედრა ჰანოიში, ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ვუონგ დინ ჰუესთან გამართა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და ვიეტნამი იზიარებენ ერთსა და იმავე პოლიტიკურ სისტემას. მან ყურადღება გაამახვილა ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე, საერთო განვითარებასა და ორი ქვეყნის გაძლიერებაზე. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ორი მხარე, ახალ გარემოებებში, წინ წავიდნენ მეგობრობისა და თანამშრომლობის გზაზე ურთიერთობის სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან. „საჭიროა  მაღალი დონის სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება  ქვეყნების მმართველობაში,  საერთო სტრატეგიული კომუნიკაციის შენარჩუნება. ინტერესები და ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება სწორ…

მეტი...

„მეგობრობა პლიუს ძმობა“ – სი ძინპინი ვიეტნამში მოლაპარაკებებს მართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიეტნამში მოლაპარაკებებს მართავს. ვიეტნამის გენერალურ მდივანთან ნგუენ ფუ ტრონგთან მოლაპარაკება დედაქალაქ ჰანოიში იმართება.   როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ისინი ერთად მუშაობენ ჩინეთ-ვიეტნამის საერთო მომავლისთვის, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა  ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ვიეტნამის მიმართ. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთი და ვიეტნამი მხარს უჭერდნენ ერთმანეთს ეროვნულ დამოუკიდებლობას. „მეგობრობა პლუს ძმობა“  – აღნიშნეს მათ და ყურადღეა გაამახვილეს სტრატეგიული სიმაღლიდან რძელვადიან თანამშრომლობაზე. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორი მხარის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა,…

მეტი...

თოვლიანი პეკინი – ფოტორეპორტაჟი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მოთოვა. გადათეთრებულია ქუჩები, შენობები, რაც ულამაზესი სანახავია.

მეტი...

მოგზაურობა ჩინეთში – ვიდეოკოლაჟი

ჩინეთი –  სხვა პლანეტა, სხვა სამყარო, აღმოჩენა. ეს არის თანამედროვე, განვითარებული, ციფრული, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ტექნოლოგიური ჰაბი. ეს არის აღმოჩენების ქვეყანა, სადაც შესაძლებლობები ამოუწურავია. ეს 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟი მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც ჩინეთში ვნახე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი განვითარებული და მაღალი დონის პროვინციები არც კი წარმომედგინა. ვიდეოკოლაჟი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ეკა გულუა  

მეტი...

გენერალური მდივანი და პრეზიდენტი სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდნენ

პრეზიდენტი სი ძინპინგი, სახელმწიფო ვიზიტით  ვიეტნამში იმყოფება. პრეზიდენტი, გენერალური მდივნის მიწვევით,  ჰანოიში სპეციალური თვითმფრინავით ჩაფრინდა. მას ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტში, 400-ზე მეტი ადამიანი დროშებით დახვდა. გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტ სი ძინპინს საჰაერო კიბეზე ვიეტნამის სახელმწიფო ლიდერები დახვდნენ. მათ შორის, პრემიერ მინისტრი ფამ მინ ჩინი, პოლიტიკური ბიუროს წევრი, სამდივნოს მდივანი და თავმჯდომარე. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ვიეტნამი არის აზიის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ASEAN-ის მნიშვნელოვანი წევრი. როგორც მათ აღნიშნეს, ვიეტნამის რეგიონალური და საერთაშორისო პოზიცია სტაბილურად იზრდება და მთებითა და მდინარეებით დაკავშირებულ ჩინეთსა და ვიეტნამიში სარგებლობენ ტრადიციული მეგობრობით. „ჩინეთი…

მეტი...

„ლურჯი მთვარის ველი“ და სამოთხე დედამიწაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიჯიანგია,  „ლურჯი მთვარის ველი“. ლიჯიანგი იუნანის პროვინცოას მიეკუთვნება. აქ ნამდვილად სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩანჩქერები, კამკამა წყალი, ფირუზისფერი  მდინარე, თოვლიანი მწვერვალები და საოცარი სანახაობა. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. ლიჯიანგმა წლის პირველ კვარდალში 18 მილიოზე მეტი ტურისტი მიიღო. ამ პროვინციაში ძირითადად არის მთიანი რელიეფი, განსაკუთრებით მის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1980 მეტრია,…

მეტი...

ქართულ-ჩინური ოჯახი და „მიქსდ“ შვილები – ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან

გოგო ქართველი – დაკო აბულაძე, მოდელი; ბიჭი ჩინელი – არაჩვეულებრივი ბილი; შვილები – 3 წლის მოდელი და 8 წლის სკოლის მოსწავლე. დაკო ჩინეთში 13 წლის წინ ჩავიდა როგორც მოდელი, 5 თვიანი კონტრქტით, თუმცა, გადაეყარა ბილის და რა მოხდა შემდეგ? მოხდა გადატრიალება. „არასდროს მიფიქრია, რომ ჩინელი მეუღლე მეყოლებოდა, ჩინელ კაცს სერიოზულად არც კი ვუყურებდი“ – ამბობს დაკო „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. ჩვენ ერთმანეთს შანხაიში შევხვდით. ბიჭმა, ანუ, ქართველების სიძე ბილიმ დაახლოებთ 1 წელი იწვალა რომ, დაკოს გული მოეგო. როგორ მიიღეს ქართველებმა ჩინელი სიძე; როგორია დედამთილ-მამამთილ-მულის ინსტიტუტი ჩინეთში; როგორ ინაწილებენ მეუღლეები ოჯახურ საქმიანობას;…

მეტი...

როგორ იწყება კურიერების დღე ჩინეთში?! (video)

კურიერის სამსახური ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგანაც აქ ყველა და ყველაფერი გადასულია ინტერმომსახურებაზე. ყველფერს ინტერნეტით ყიდულობენ, საკვებიდან დაწყებული, ყველა სხვა ელემენტარულით დამთავრებული. შესბამისად, კურიერები, სანამ სამსახურს დაიწყებენ, სათანადო მომზადებასა და შემოწმებას გადიან, რომ სუფთა და მოწესრიგებული ჩანთები ჰქონდეთ და ამის შემდეგ იწყებენ მომსახურებას. მსგავს სიტუაციას პეკინში არაერთხელ შევესწარი. დეზინფექციის გარეშე სამსახურში არ გადიან

მეტი...

რატომ არის მიწა წითელი ჩინეთის პროვინციაში?!

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მიწის ფერიც კი განსხვავებულია. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია წითელი ფერის მიწა. დავინტერესდი, რატომ იყო მიწა წითელი შეფერილობის. როგორც ამიხსნეს, აქ მიწა მდიდარია მეტალითა და რკინით, რის გამოც ის წითელ შეფერილობას იძლევა. შესაბამისად, ამ პროვინციას „წითელ დედამიწასაც“ უწოდებენ“. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით,  დათოვლილი მთებით, ბრინჯის ტერასებით, ტბებითა და ხეობებით. რეგიონი ასევე  ცნობილია ეთნიკური უმცირესობების დიდი რაოდენობით. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ჩინეთის პროვონცებში ყველა სოფელი ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. შესამაბისად, განსხვავებულია მათი სამზარეულოც ტრადიციებიც, ჩაცმულობაც და სხვა ყველაფერი.   ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. სოფელი იუჰუ კი ნაქსის უმცირესობას მიეკუთვება და ის არის  არის ხეობის ბოლო სოფელი, რომელიც მდებარეობს ლიჯიანგში „ჯეიდის დრაკონის მთის“ ძირში. აქ ნახავთ უნიკალური კლდეებით აშენებული სახლებს, რომლებსაც „მაიმუნის თავი“ ჰქვია, ეს არის კლდეებისა და გამხმარი მიწის ნაზავი, რომელიც სოფელს სიძველეს მატებს და ისეთივე სახე იღებს, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. ამ სოფელში საკმაოდ პოპულარულია…

მეტი...

ტრასა ჩინეთში, სადაც შეგიძლია თავისუფლად „იფრინო“

მთავარი წესი და გაფრთხილება – ღვედი აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, მანქანა არ დაიძრბა. ეს არის ჩქაროსნული ტრასა ჩინეთში, კერძოდ კი იუნანის პროვინციაში, სადაც 120 კმ. საათი სიჩქარით თავისუფლად „ფრენა“ შესაძლებელია. ჩქაროსნული ტრასა იმდენად გამართული, მოწესრიგებული და მოპრიალებულია, სიჩქარე არც კი იგრძნობა. მთავარი გაფრთხილება სწორედ ეს არის: „შეიკარით ღვედი“. ვიდეორეპორტაჟი ჩქაროსნული მაგისტრალიდან.

მეტი...

25 ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრება იუნანში – ვიდეორეპორტაჟი

ქალაქ კუნმინგში, იუნანის პროვინციის თანამედროვე დედაქალაქში 25 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, სამოსი თუ მუსიკა გააჩნიათ. ეთნიკური ჯგუფები შერეულად ცხოვრობენ და  ცენტრალურ პარკში 25-ვე ჯგუფის ამსახველი უზარმაზარი მონუმენტი დგას. ის ამ ეთნიკური ჯგუფების სიმბოლოა და თითოეული მონუმენტი თითოეული ჯგუფის ისტორიას ასახავს. საინტერესო ვიდეოპორტაჟი ეთნიკურ ჯგუფებზე (ნაწილი 2).     ეკა გულუა იუნანის პროვინციიდან.   თოლიების შემოსევა “ღრუბლების სამხრეთ ქვეყანაში” – ვიდეორეპორტაჟი კუნმინგიდან

მეტი...

თოლიების შემოსევა “ღრუბლების სამხრეთ ქვეყანაში” – ვიდეორეპორტაჟი კუნმინგიდან

ქალაქს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს კუნმინგი ქვია. ის არის იუნანის  პროვინციის თანამედროვე დედაქალაქი. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. კუნმინგს „გაზაფხულის ქალაქს“ უწოდებენ. ასევე მისი მეორე სახელის „ყვავლების სამეფო“.  მისი ერთ-ერთი სასწაული სანახაობაა დიანჩის ტბა, იგივე “ცქრიალა მარგალიტი ჩაშენებული მაღალმთიანეთში.” ვნახოთ რეპორტაჟში, რა სასწაული ხდება ამ ნახევარმთვარის ფორმის ტბის ირგვლივ და როგორია კონტაქტი ადამიანებსა და ფრინველებს შორის. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

ჩაის 1100 წლიანი ხე და სოფლის სამოთხე – ვიდეორეპორტაჟი

ყველაზე დიდი და ძველი ჩაის ხის კულტურა ჩინეთში 1100 წლისაა. ეს არ არის ბუჩქი, ეს არის ძალიან დიდი ხე, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის ჩაის ამზადებენ. სოფელი ჟიუო ჯიმპინგს ეკუთვნის. აქ ძირითადად სამი სახეობის ჩაის აწარმოებენ – შავი, თეთრი და ფუა, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჩინეთში. სად მდებარეობს სოფელი ჟიუო და რა პროცესს გადის ჩაის ფოთლები დაკრეფიდან საბოლოო პროდუქტამდე, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა, ჩინეთიდან 

მეტი...

ასობით მილიონი პეპელა მაანდის ხეობაში – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა გამოვლენილი, არის ერთ-ერთი რეგიონი მსოფლიოში, სადაც ყველაზე მდიდარი პეპლების რესურსები და ყველაზე მეტი პეპლების პოპულაციაა. ქალაქი კი ჩინეთის სამხეთით, იუნანის პროვინციაში მდებარეობს. ვიდეორეპორტაჟი იუნანის პროვინციიდან „პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

მეტი...

„პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

ქალაქი ჯინპინგი, ეს არის ავტონომიური ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში. ეს არის ადგილი, სადაც საოცარ სანახაოებებს ნახავთ მათ შორის კი ერთერთია პეპლების აფეთქება, რომელიც მაისსა და ივნისში ხდება. ეს ხეობა ასევე ცნობილია როგორც პეპლების ხეობა.  ის  ჩინეთის ენტომოლოგიურმა საზოგადოებამ “პეპლების სამშობლოდ” აღიარა. ეს ადგილი მსოფლიო დონის ეკოლოგიურ ტურისტულ ატრაქციონად არის ცნობილი. ზაფხულში მაანდის დაბა პეპლების ზღვაა. ყოველ მაისსა და ივნისში, ასობით მილიონი პეპელა გამოდის პეპლების ხეობაში და ქნიან “პეპლების აფეთქების” სანახაობას. მსოფლიოში დაახლოებით 20 000 სახეობის პეპელაა დაფიქსირებული და ჩინეთში დაახლოებით 2 100 სახეობაა.  ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა…

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი „აღმოსავლური ვენეციიდან”

განათებული, ხალხმრავალი, სანახაობებით დატვირთული, გამწვანებული, მუსიკალური ქალაქი – ეს ლიჯიანგის ძველი ქალაქია, რომელიც ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ვიდეორეპორტაჟი ყველა იმ საინტერესო და მიმზიდველ ადგილს ასახავს, რითაც ძველი ქალაქი ტურისტებს იზიდავს.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

„აღმოსავლური ვენეცია“ ჩინეთში – ლიჯიანგის ძველი ქალაქი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. ლიჯიანგი ცნობილია იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით – ძველი ქალაქი ლიჯიანგით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე. მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. ძველ ქალაქს უამრავი არხი კვეთს. შესაბამისად, აქ არის უამრავი პატარა ხიდი. ის მდებარეობს  2400 მეტრის სიმაღლეზე და მას ისტორიულ და კულტურულ ქალაქს და “აღმოსავლური ვენეციას” უწოდებენ. ყველა ნაკადული, რომელიც ხიდის ქვეშ მიედინება, ანკარაა და სავსეა ოქროს…

მეტი...