ბლინკენი ესტონეთს რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონ დოლარს დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონი დოლარის გადაცემას დაჰპირდა. ინფორმაციას, „აპნიუსი“ ავრცელებს. ბლინკენის განცახდებით, ამ თანხიდან 85 მილიონი დოლარი დაიხარჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის, ხოლო 50 მილიონი დოლარი ფერმერული მრეწველობის აღდგენასა და დეზინფორმაციის შეკავებას მოხმარდება. „ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოველების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან ჩარევას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ ინტეგრაციისკენ, ჰქონდეთ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა“- განაცხადა ბლინკენმა. მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა“- ნიკა მელია

„ბიძინა ივანიშვილმა თავშივე ძალიან დიდი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა, მის შედეგებს ის უკვე იმკის“- განაცხადა ნიკა მელიამ. პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ივანიშვილმა არ გაითვალისწინა, რომ საქართველოში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს. “ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა და ძალიან მალე გაფორმდება ეს როგორც შეცდომა. ბიძინა ივანიშვილმა არ გაითვალისწინა, რომ ამ ქვეყანაში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს.  ამ სოციუმში, როცა კონკრეტულად იცი 84 ადამიანის სახელი და გვარი, შეუძლებელია ამან არ შეგიქმნას განგრძობადი დისკომფორტი” – აცხადებს ნიკა მელია.

მეტი...

„სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში და 500 ლარის გადახდა დააკისრა“- ირაკლი ფავლენიშვილი

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის მიმართ ძალის გადამეტება დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. ამავე ცნობით, შსს-ს 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. “ფაქტობრივად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში. ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, მაგრამ მთავარი რაც არის, არის ის რომ აღიარა – ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. იმის გამო, რომ პირველი დაზიანების შემდეგ არ დავტოვე აქცია და გადავწყვიტე ბოლომდე დამეცვა ჩემი…

მეტი...

“სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან”- გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცახდებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. მისივე განმარტებით, შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. “საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან”- აცხადებს გერმანიის ელჩი.

მეტი...

„მსოფლიო უყურებს მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას”- ერდოღანი

“მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს პაციენტის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას”- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიო ვერ იპოვის მშვიდობას, ვიდრე გენოციდის მომწყობი დამნაშავეები კანონის წინაშე არ გასამართლდებიან. „მსოფლიო არ დაივიწყებს გარდაცვლილ ჩვილებს, ბავშვებს და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ბარბაროსობა, რომელიც სამიზნეში იღებს საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და ლტოლვილთა ბანაკებს, არ იქნება დავიწყებული. ეს სისასტიკე, რომელმაც განზრახ მოკლა ჟურნალისტები და მეცნიერები, არ იქნება დავიწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ადმინისტრაცია და სიონისტური ლობი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სასამართლოზე და მოსამართლეებზე ღია მუქარით. მათ…

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში 78 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი ემსხვერპლა. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის არმიის ტანკებმა ეგვიპტის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ რაფაჰის ცენტრს მიაღწიეს. „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ დაპირისპირების დროს ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომი, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.  

მეტი...

“ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს”- ესტონეთის პრემიერი

“საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული”- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ. “განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს… ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად – ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ…

მეტი...

„ეს არჩევნები იქნება,  რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის“- ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი არ დაემორჩილება ე.წ „რუსულ კანონს“. მისივე განმარტებით, არჩევნები იქნება, რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის. “ამ 149 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა შევიდეთ ყველანაირ წინააღმდეგობაში. იცით თქვენ, რომ არასამთავრობო სექტორი არ დაექვემდებარება და არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნებს. ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი და არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ყველანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ევროპა”- ამბობს გიგაური.  

მეტი...

„მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“-ბელარუსი ოპოზიციონერი ქართველ ხალხს

ბელარუსმა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ შეწყვიტონ. როგორც მან, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, ის და ბელარუსი ხალხი ქართველების გვერდით არიან. „რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი – ბელარუსი და ქართველი ხალხი – ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს“ – აცხადებს ტიხანოვსკაია. ბელარუსი ოპოზიციონერი განმარტავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექი…

მეტი...

„საფრანგეთი წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო“- საფრანგეთის საგარეო უწყება

“საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო”- ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი გააგრძელებს, საქართველოს ევროპული გზის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. “საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“ – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

„მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება“- სააგენტო

გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპირისპიროდ, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „2024 წლის 26 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ხანგრძლივი წვიმისა და მდინარე ჩარგლურას ადიდების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც დააზიანა სახლ-მუზეუმის სიახლოვეს, მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს, კალაპოტის ნაპირსამაგრი ჯებირი და სახლ-მუზეუმთან დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა ნაწილი. 27 მაისს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას.…

მეტი...

„აშშ გეგმავს ქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს “ – ჯულიან სმიტი

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა“-ამის შესახებ ნატოში აშშ-ს ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხის მტკიცე სურვილია ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. „ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა, მათ აქვთ ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე ნატო-ში გაწევრიანება. ეს ჩანს, როგორც საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას, ყველა ასაკის ადამიანებს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს, გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. რთულია,…

მეტი...

„ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხია“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ანაკლიის ნავსადგულის ჩინური კონსორციუმისთვის ჩაბარების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს  საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხია. „ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ. ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“, – ვკითხულობთ სააკაშვილის განცხადებაში.  

მეტი...

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი ოინათამიშვილი აირჩია

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი  იონათამიშვილი აირჩია. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.  საპროკურორო საბჭოში  იორთამიშვილმა მიხეილ სარჯველაძე შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.    

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდეტი დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მისი პრეზიდენტობის დროს ვერ მოხდებოდა. როგორც ტრამპი განმარტავს, რუსეთი უკრაინაში მისი პრეზიდენტობის დროს რომ შეჭრილიყო, რუსეთს დაბომბავდა. მან ჩენეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  იგივეს იზამდა ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში და პეკინსაც დაბომბავდა. ინფორმაციას  The Washington Post ავრცელებს.

მეტი...

„ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი“ – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცადებით, ანაკლიის პროექტი გარდამტეხი იქნება. ლევან დავითაშვილმა სწორედ დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ანაკლიის ნავსადგურს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. „იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის „პორტის“ პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის ჩვენი ამოცანა”, – აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე შეფასებით,  როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია. მინისტრმა ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზეც ისაუბრა. „რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ…

მეტი...

პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს. უმაღლესმა საკანონმდებლო  ორგანომ  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 80   ხმით,  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი – 81   ხმით, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  კანონპროექტი  –  79 ხმით მიიღო. კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ძირითადად რედაქციული ხასიათის ცვლილებებია წარმოდგენილი. „სამივე საკანონმდებლო პაკეტი ევროკავშირის რეკომენდაციის 9-პუნქტიან გეგმას უკავშირდება. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანით, ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას საკანონმდებლო დონეზე…

მეტი...

2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი ამოქმედდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გატარებული არაერთი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს. „გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე. ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მეტი...

ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.   „საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სატყეო სექტორში. დღეისათვის, ქვეყანაში უკვე არსებობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო მერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის, მათ შორის, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ მოწყობა ყველა რეგიონში. მოწყობილია 54 საქმიანი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის შესყიდვა. საქმიანი ეზოები იფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსისტემო ჭრის შემცირებას და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას“, –…

მეტი...

40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა

„მდინარე ილტოზე  წყალსაცავის მშენებლობა  შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა“  – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში. პარლამენტში გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, მინისტრმა ოთარ შამუგიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში, მდ. ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის საკითხზე. „წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.…

მეტი...

„მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ ოთხ მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად; შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება“ – მინისტრი

„უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩატარებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის და ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემა და სატუმბი სადგური. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საირიგაციო, ასევე სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასაუმჯობესებლად. შედეგად, ჰიდრომელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 59 000 ჰექტრიდან 210 000 ჰექტრამდე გაიზარდა. დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება 4 მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად, რომლის შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე  გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება, რომლის შედეგად, დაახლოებით 20-30%-ით  გაიზრდება მოსავლიანობა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს. მინისტრმა ასევე…

მეტი...

„2023 წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. „გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 260.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პირველად პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა დაფიქსირდა; დაახლოებით 40 ცენტით,…

მეტი...

„46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი“ – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთას შამუგია მინისტრის ფორმატის ფარგლებში პარლამენტში იმყოფება. როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა,  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი. „ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ თითქმის 1 მლრდ ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული…

მეტი...

,,ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები ლოგიკურია” – ლევან დავითაშვილი

„ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განზრახ პანიკის გამოწვევის მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება. „ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის ჩარევას არ ექნებოდა აზრი, ეს იქნებოდა არაპროდუქტიული, თუ ჩვენ გვექნებოდა ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები მომხმარებლის ქცევაზე აისახება. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ ჩვენ საზოგადოებასთან მკაფიო კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის ეროვნულ ბანკსაც და ამას ეფექტიანად ახერხებს. მათ შორის, თავისი…

მეტი...

,,უკვე მეხუთედ დგახართ ტრიბუნასთან და ერთი და იგივე „იმიტომს“ გაიძახით” – ირაკლი კირცხალია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„ბატონო გიორგი, გამეცით პასუხი, რას ნიშნავს „შავი ფული“ და როგორ უნდა „გათეთრდეს“ საქართველოში? როგორ შეიძლება მოხვდეს ქვეყანაში სანქცირებული აქტივები და კომპანიები? გაეცით საზოგადოებას პასუხი. სირცხვილია უკვე, მეხუთედ დგახართ ტრიბუნასთან და ერთი და იგივე „იმიტომს“ გაიძახით. როდემდე შეიძლება ამ დესტრუქციაში და ამდენ ტყუილში ამყოფოთ საზოგადოება?“, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. ირაკლი კირცხალია სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის რომან გოცირიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ…

მეტი...

,,ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ფაშიზმის მორიგ გამოვლინებაზე წერს, რომლის თქმითაც, გუშინდელი დღისთვის შურისძიების მიზნით “ტვ პირველმა“ მის მოხუც მშობლებს მიაკითხა. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, „ტვ პირველის“ კითხვა ეხებოდა იმას, თუ რით ააშენეს სოფლის სახლი და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებიან. „როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი…

მეტი...

,,პრეზიდენტი დიდი ხანია არ ახმოვანებს არც ჩვენს კონსტიტუციას, არც ჩვენი ხალხის ნება-სურვილს” – ზარქუა

,,პრეზიდენტი დიდი ხანია არ ახმოვანებს არც ჩვენს კონსტიტუციას, არც ჩვენი ხალხის ნება-სურვილს, ის ვიწრო ჯგუფის, უსამშობლოებისა და გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ყველა არჩევნებს არქმევენ რეფერენდუმს და ამ რეფერენდუმზე ყოველთვის აგებს. ხალხი ყოველთვის ირჩევს იმ ძალას, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქართული ეკლესიის მხარეს, მართლმადიდებლობის მხარეს, რომელიც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

მეტი...

,,დასავლელი პარტნიორები ქმედებაზე გადადიან” – თეონა აქუბარდია

,,ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რასაც “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს. მისი თქმით, ეს აისახება საქართველოს ბიუჯეტზეც. ,,ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში „ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი…

მეტი...

,,რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია” – არჩილ თალაკვაძე

,,რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს, ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური. ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. თუ ისინი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ემხრობიან, პირდაპირ უნდა…

მეტი...

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება: „20 მაისს ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. ეს არის კომპანია CCC და ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და „ჩინგაო პორტ ინტერნეიშენალი“. „ჩინგაო პორტი“ ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა ტვირთბრუნვის მიხედვით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება და გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კი ვიმსჯელებთ ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებაზე, რის შემდეგაც გავაფორმებთ შეთანხმებას…

მეტი...

,,გამიკვირდა, რომ ირანში დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი” – ისრაელის ელჩი

,,გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა განაცხადა. „ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი…

მეტი...

,,მე მოვაწერ ხელს” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი პრეზიდენტს გუშინვე გადაეგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს, პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იქნება. ,,კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”, – თქვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი...

,,თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად შეკითხვებს არ უპასუხებთ, იქნებ გვითხრათ საერთოდ რატომ მობრძანდით პარლამენტში” – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვაზე, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს მიმართა. მას აქვს იმედი და მოლოდინი, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა. დაჩი ბერაიას თქმით, პასუხგაუცემელი კითხვების შემთხვევაში, გაუგებარია მსხილაძის პარლამენტში მისვლის მიზეზი. ბერაიამ რომან გოცირიძესაც მიმართა. „პირველ რიგში, მინდა რომან გოცირიძეს მივმართო. ბატონო რომან, როდესაც საზოგადოება მეტსახელად „კუპონას” დაგარქმევთ, უმჯობესია ლარის კურსზე საერთოდ არ ილაპარაკოთ. რაც შეეხება შეკითხვას, ბატონო გიორგი, ჩემმა კოლეგებმა ჩემთვის საინტერესო შეკითხვები უკვე დასვეს და დიდი სიამოვნებით დაველოდები თქვენს პასუხს. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ დღეს უფრო კარგად ნამეცადინები მობრძანდით, ვიდრე გუშინ…

მეტი...

„ეს ბოღმა დაგახრჩობთ თქვენ“ – პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატის დაპირისპირება (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატის გამოსვლაზე გაღიზიანდა, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილი ახსენა და „ოფშორების კანონი  მას დაუკავშირა. „ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს. ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს და განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ თქვენ. სირცხვილი ამ დონეზე რომ ხართ დაშვებული. ეს არის წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა სიაში შასაყვანად“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას.

მეტი...

,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს” – პაპუაშვილი აქუბარდიას

,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელიც ,,ოფშორების” კანონზე საუბრობდა. ამან კი პარლამენტის თავმჯდომარე გააღიზიანა. ,,ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს. წესით უნდა გასკდეთ მაგ დროს ბოღმისგან. ქალბატონი სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით ქალ დეპტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ. ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული ეგ არის სირცხვილი. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ცეკვა გაქვთ, რომ იქნებ სიაში ჩაგსვან, მაგრამ საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიო საქციელზე არ უნდა წახვიდეთ”, –…

მეტი...

,,ეს არასერიოზულია, სპეკულაციაა. აცდენილები არიან არამხოლოდ ხალხის ნებას, არამედ – რეალობას” – პაპაშვილი

,,ეს არასერიოზულია, სპეკულაციაა. ისინი აცდენილები არიან არამხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას და ყოველ ჯერზე მიიღებენ ამ სურათს, რაც მიიღეს გუშინ, კვლავ ექნებათ ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, რადგან არ მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას. „ის ხელოვნური გეგმები, რასაც დასახავენ ხოლმე, რასაც მათი უცხოელი მფარველები ჩასჩურჩულებენ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ აბსოლუტურად არის აცდენილი ქართველი ხალხის ნებას და რეალობას. ისინი არ დადიან ხალხში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს და არ აინტერესებთ მათი სიხარული და ტკივილი. ისინი რთავენ ტელევიზორს, უყურებენ სხვა ქვეყნებიდან იმ განცხადებებს, რაც სხვა ქვეყნებიდან მოდის და…

მეტი...