„სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში და 500 ლარის გადახდა დააკისრა“- ირაკლი ფავლენიშვილი

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის მიმართ ძალის გადამეტება დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. ამავე ცნობით, შსს-ს 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

“ფაქტობრივად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში. ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, მაგრამ მთავარი რაც არის, არის ის რომ აღიარა – ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. იმის გამო, რომ პირველი დაზიანების შემდეგ არ დავტოვე აქცია და გადავწყვიტე ბოლომდე დამეცვა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ამის გამო მორალური კომპენსაციის კუთხით 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა შსს-ს“- აცხადებს ფავლენიშვილი.

 

მსგავსი თემები