,,უკვე მეხუთედ დგახართ ტრიბუნასთან და ერთი და იგივე „იმიტომს“ გაიძახით” – ირაკლი კირცხალია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„ბატონო გიორგი, გამეცით პასუხი, რას ნიშნავს „შავი ფული“ და როგორ უნდა „გათეთრდეს“ საქართველოში? როგორ შეიძლება მოხვდეს ქვეყანაში სანქცირებული აქტივები და კომპანიები? გაეცით საზოგადოებას პასუხი. სირცხვილია უკვე, მეხუთედ დგახართ ტრიბუნასთან და ერთი და იგივე „იმიტომს“ გაიძახით. როდემდე შეიძლება ამ დესტრუქციაში და ამდენ ტყუილში ამყოფოთ საზოგადოება?“, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

ირაკლი კირცხალია სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის რომან გოცირიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„თქვენს უტიფრობას არ აქვს საზღვარი. წაიკითხეთ მაინც რას საუბრობთ. მერამდენე საკითხზე შეიძლება საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და ნიჩბებით აყაროთ ნაცარი თვალებში. რა შავი ფული? საერთოდ რა ფულზეა საუბარი? წაკითხული გაქვთ რომ გამოდიხართ ამხელა ტრიბუნიდან და ამას იძახით? სადაც არ გაქვთ არანაირი არგუმენტი, წაკითხული არ გაქვთ, ყველგან რუსულს იძახით, სირცხვილია. ეკონომიკის ანა-ბანა არ იცით და ბატონო რომან, თქვენგან არის 10-ჯერ მეტი სირცხვილი საერთოდ რომ ეკონომიკაზე საუბრობთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი თემები