“ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს”- ესტონეთის პრემიერი

“საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული”- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ.

“განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს… ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად – ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ იყო, რათა ნამდვილად ეჩვენებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“ – აცხადებს კალასი.

 

მსგავსი თემები