„ეს ბოღმა დაგახრჩობთ თქვენ“ – პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატის დაპირისპირება (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატის გამოსვლაზე გაღიზიანდა, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილი ახსენა და „ოფშორების კანონი  მას დაუკავშირა.

„ვაიმე ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობების ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ მიკვირს. ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს და განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ თქვენ. სირცხვილი ამ დონეზე რომ ხართ დაშვებული. ეს არის წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა სიაში შასაყვანად“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას.

მსგავსი თემები