„46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი“ – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთას შამუგია მინისტრის ფორმატის ფარგლებში პარლამენტში იმყოფება. როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა,  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი.

„ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ თითქმის 1 მლრდ ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს – 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთრ შამუგიამ.  .

მინისტრმააგროწარმოების განვითარებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას. 120 მლნ ლარზე მეტი მივმართეთ ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად და ფერმერებმა ამ თანადაფინანსების საშუალებით შეიძინეს 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ მიზნობრიობით. ვაფინანსებთ მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას, სპეციალურად კოოპერატივებისათვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსებით შეიძინონ სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინანსებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები