,,ეს არასერიოზულია, სპეკულაციაა. აცდენილები არიან არამხოლოდ ხალხის ნებას, არამედ – რეალობას” – პაპაშვილი

,,ეს არასერიოზულია, სპეკულაციაა. ისინი აცდენილები არიან არამხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას და ყოველ ჯერზე მიიღებენ ამ სურათს, რაც მიიღეს გუშინ, კვლავ ექნებათ ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, რადგან არ მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

„ის ხელოვნური გეგმები, რასაც დასახავენ ხოლმე, რასაც მათი უცხოელი მფარველები ჩასჩურჩულებენ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ აბსოლუტურად არის აცდენილი ქართველი ხალხის ნებას და რეალობას. ისინი არ დადიან ხალხში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს და არ აინტერესებთ მათი სიხარული და ტკივილი. ისინი რთავენ ტელევიზორს, უყურებენ სხვა ქვეყნებიდან იმ განცხადებებს, რაც სხვა ქვეყნებიდან მოდის და ამის მიხედვით ქმნიან დღის წესრიგს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

მსგავსი თემები