„ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი“ – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცადებით, ანაკლიის პროექტი გარდამტეხი იქნება. ლევან დავითაშვილმა სწორედ დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ანაკლიის ნავსადგურს ჩინური კონსორციუმი ააშენებს.

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის „პორტის“ პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის ჩვენი ამოცანა”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით,  როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია. მინისტრმა ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზეც ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

მსგავსი თემები