„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა“- ნიკა მელია

„ბიძინა ივანიშვილმა თავშივე ძალიან დიდი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა, მის შედეგებს ის უკვე იმკის“- განაცხადა ნიკა მელიამ. პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ივანიშვილმა არ გაითვალისწინა, რომ საქართველოში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს.

“ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა და ძალიან მალე გაფორმდება ეს როგორც შეცდომა. ბიძინა ივანიშვილმა არ გაითვალისწინა, რომ ამ ქვეყანაში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს.  ამ სოციუმში, როცა კონკრეტულად იცი 84 ადამიანის სახელი და გვარი, შეუძლებელია ამან არ შეგიქმნას განგრძობადი დისკომფორტი” – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი თემები