ბლინკენი ესტონეთს რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონ დოლარს დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონი დოლარის გადაცემას დაჰპირდა. ინფორმაციას, „აპნიუსი“ ავრცელებს. ბლინკენის განცახდებით, ამ თანხიდან 85 მილიონი დოლარი დაიხარჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის, ხოლო 50 მილიონი დოლარი ფერმერული მრეწველობის აღდგენასა და დეზინფორმაციის შეკავებას მოხმარდება.

„ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოველების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მხრიდან ჩარევას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელონ გზა ევროკავშირისკენ ინტეგრაციისკენ, ჰქონდეთ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა“- განაცხადა ბლინკენმა.

მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება.

მსგავსი თემები