„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“- ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. ჰელსინკის კომისია ასევე წერს, რომ ისინი საქართველოს გვერდით დგანან. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს.   რა შემთხვევაში გადასცემს აშშ საქართველოს სამხედრო და სავაჭრო დახმარებას

მეტი...

აქციის რამდენიმე მონაწილე  500-500 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა. აქტივისტების განცხადებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები გადაიდო. „ჩემი პროცესი ძალიან მალე დასრულდა. 500 ლარით დამაჯარიმეს, ეს მაქსიმუმია, რასაც 174-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჰქონდათ ერთი ფოტო, სადაც მე ვჩანვარ და არ ჩანს, სად ვარ და ერთი ვიდეო, რომელშიც უბრალოდ გზაზე გადავდივარ. მაქსიმუმი, რასაც ეს ამტკიცებს, არის ის, რომ ვიყავი აქციაზე და გზა უკანონოდ გადავკვეთე“- ამბობს ერთ-ერთი დაჯარიმებული.

მეტი...

„რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა. “ოცნება” “ოცნება” არაა,“- კონგრესმენი

„ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება – მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ, – განახადა ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ კოენიმ. კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ამ ეტაპზე. „ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება.…

მეტი...

„ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ“- ბლინკენი

„აშშ, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, უარყოფს. ამის შესახებ,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

მეტი...

 „საოკუპაციო ხაზთან ბრძოლის გამო დავისაჯე“- ქაცარავა

„ზუსტად ვიცი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ, ამის გამო დავისაჯე“- განაცხადა დავით ქაცარავამ. ქაცარავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს კონსტიტუციას და ამყარებს რუსულ დიქტატურას. „ყველა ხედავს, რომ დღეს ე.წ. “ქართული ოცნება” ყოველ დღე კარგავს ლეგიტიმაცია. მას აღარ შეიძლება ეწოდოს მთავრობა. მათ აღარ აქვთ უფლება, რომ მართონ ეს ქვეყანა, რადგან ისინი არღვევენ კონსტიტუციას, მიათრევენ ქვეყანას რუსეთისკენ, ამყარებენ რუსულ დიქტატურას და ეს დიქტატურა დამყარდება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავდგებით და არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი.…

მეტი...

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მმართველ პარტიას ტყუილში ადანაშაულებს

„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“  – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მსხილაძის მტკიცებით, ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც აღნიშნული კანონით ირღვევა. „პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, განმარტებულია, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, თუ რა ფორმით…

მეტი...

„შეიძლება დამაკავონ“- ზურა ჯაფარიძე

“საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი” – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დააკავონ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „შეიძლება კი. „თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, ამ და ამ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ – „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო, მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ…

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან, ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.  ახალგაზრდებმა პარლამენტთან ბანერი გაშალეს წარწერით: “მომავალი ჩვენია”. პარლამენტთან მსველობით მივლენ  მე-12 კლასელები და სტუდენტები. რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

მეტი...

რა შემთხვევაში გადასცემს აშშ საქართველოს სამხედრო და სავაჭრო დახმარებას

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს. კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“. თუმცა, პროგრამა…

მეტი...

„ჩვენ გვინდა ევროპა და მივიღებთ“- „თეთრპერანგიანების აქცია“ თბილისში

თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღას აბიტურიენტებიც შეუერთდნენ. როგორც მე-12 კლასელები ამბობენ, დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თუმცა ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ, რადგან ფიქრობენ რომ დღეს ქვეყნის ბედი წყდება. აბიტურიენტებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს და პარლამენტის მიმართულებით მიდიან.მსვლელობას აწყობენ სტუდენტებიც. საბოლოოდ აქციის ყველა მონაწილე საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბება. „ჩვენ გვინდა ევროპა. საუკუნეებია ვიბრძვით რომ ევროპას დავუახლოვდეთ. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა და მივიღებთ“- ამბობენ აბიტურიენტები.

მეტი...

თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება. ორგნიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 24 მაისს 19:00 საათზე დაიწყება. მათი თქმით, ისინი მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს. „ „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად. ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს“- ამბობენ ორგანიზატორები.

მეტი...

სენაკში მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები  5 პირმა მიიღო. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე…

მეტი...

თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თბილისი  გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. „21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!” – ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი აუცილებლად უნდა გაიწვიოს, რადგან ის ქვეყანას დასავლეთისგან აშორებს, ქვეყნის გზა კი ევროპაა და არა რუსეთი.

მეტი...

ახალი დეტალები სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის საქმეში

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი, შესაძლოა მარტო არ მოქმედებდა. ქვეყნის უშიშროების სამსახური გამოძიების ფარგლებში, განიხილავს ვერსიას, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა, რადგან პრემიერ-მინისტრზე თავდასხმიდან 2 საათში, დაკავებული დამნაშავის „ფეისბუქის“ გვერდი და მიმოწერები, უცხო პირმა წაშალა. შეგახსენებთ, რომ 71 წლის მამაკაცმა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს 15 მაისს ესროლა. ბოლო მონაცემებით, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

ქუთაისში გაფიცული სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები შეიკრიბნენ. ახალგაზრდები სამედიცინო კორპუსისკენ მსვლელობით მიემართებიან. უკვე მე-8 დღეა ისინი აუდიტორიებში არ შედიან და ლექციებს არ ესწრებიან. სტუდენტები ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდნენ, რადგან ის ყველას ეხება: ,,უკვე მრავალი დღეა ჩვენ ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციებითა და მარშებით ჩვენი ხმა მიგვაქვს ქუთაისის მოქალაქეებთან. დღეს იგეგმება აქტიური მსვლელობა და მარში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსის მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ ჩატარებული საჯარო ლექცია ბევრ ადამიანს გააცნობს უფრო ღრმად კანონთან დაკავშირებულ პუნქტებს,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მეტი...

,,ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ ცვლილებები შეაქვს

,,ქართულ ოცნებას” ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ისევ შეაქვს ცვლილებები, რომლითაც უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი. ეს ჯგუფი იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. საკონსულტაციო ჯგუფის შექმენა 2021 წელს “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით გადაწყდა – მასში არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი უნდა იყოს. ჯგუფი ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან. გარდა ამისა, იცვლება ცესკოში სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ცვლილებების ინიცატორები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,…

მეტი...

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწყო, სხვადასხვა პერიოდში, იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი; მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა სწორედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო ამავე ცენტრის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე კი ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ…

მეტი...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ისრაელისა და ჰამასის ლიდერების დაკავებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს. BBC წერს, რომ ხანმა უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას, გასცეს როგორც ნეთანიაჰუს, ისე ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის – იაჰია სინვარის, მუჰამედ ალ-დიეფისა და ისმაილ ჰანიას დაკავების ორდერი. პროკურორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან “ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში”, რომლებიც ჩადენილია ღაზის სექტორში 2023 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ.

მეტი...

,,ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება” – წულუკიანი

ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, – ამის შესახებ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული პირების სიხარული, თითქოსდა ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს, სინამდვილეს არ შეესაბამება. „გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოსდა, ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და…

მეტი...

„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ დამაკავშირეთ” – შოთო სიხარულიძე

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მას სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს. „სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ და იცით მისი ვინაობა და კორდინატები დამაკავშირეთ!!! მყავს ადამიანები რომლებიც უშველის!!! შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ და მაპოვნინოთ!!! სასაფლაოზე ჯადოს ვინც აკეთებს და ფოტოებს ასე იმას რა ეკუთვნის? ვინც ამ ჯადომანიას მიყვებით, ნუთუ არ გეცოდებათ ადამიანი ვისაც სწირავთ? ხვალ ეკლესიაში შეხვალთ და პირჯვარს გადაიწერთ ამის გამკეთებლები, უკან დაუბრუნდეს მას ვისაც ამ გოგოს და ბევრი ამნაირის გაწირვა უნდა. ემიგრანტები ეს არის ახალგაზრდა გოგოს ფოტო, და ამის გამკეთებელი რისი ღირსია? მე…

მეტი...

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს ლექციების უფლება ჩამოერთვას. ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელთან აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. შეგახსენებთ,რომ დღეს 18 საათზე უცვლელი მოთხოვნით ახალგაზრდების მარშუ იგეგმება სხვადასხვა ადგილიდან. 10- მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთელზე და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ. ,,ბოლო ზარი აქციაზე” ამ სახელწოდებით კი, მე-12-ე კლასელები განათლების სამინისტროსთან მივლენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

მეტი...

ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ სხვა აქტივისტების მსგავსად, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. ,,ჩემი სასამართლო პროცესი გადაიდო 28-ში, 11 საათზე. იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი, რა მტკიცებულება ჰქონდათ. მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი. წერია დროები, რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ვიყავი იმ ფოტოებშიც ჩანს და ვიდეოებშიც…

მეტი...

,,ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე” – წულუკიანი

ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან, სანქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ,,მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ, მაგრამ ჩვენ და ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ბრძანდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის, ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მეტი...

,,საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო” – პრემიერი

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის; საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა,“- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

მეტი...

დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

სპეცრაზმელების მიერ ნაცემმა დავით ქაცარავამ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წავა ექსპერტიზისთვის, ხოლო შემდეგ ექიმების დანიშნულ მკურნალობას გააგრძელებს. ,,მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება, რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში. კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები.…

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს მხარი მხოლოდ რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა დაუჭირეს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით ,,საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს ,,საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ვეტოს დაძლევას მომავალ სასესიო კვირაში უყრიან კენჭს.

მეტი...

ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს. ბრიფინგი პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს. აქუბარდიას თქმით, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევების გამოუძიებლობაზე, პასუხისმგებელი ეს უწყებაა და კაციტაძე პირველივე სხდომაზე უნდა გამოცხადდეს. ,,ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად ქცეულმა მოძალადე “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად არც ერთ საქმეზე რომელიც ეხება თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ხდება მათი დაშინება. არც ერთ მსგავსი პოლიციელების და სამართალდამცავების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება არ დაწყებულა და…

მეტი...

,,განა რა ღირს ეს კანონი ამდენი, როცა ქვეყანას ტურიზმიდან მილიონებს აკარგვინებენ” – შალვა ალავერდაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,წელს, როდესაც ჩავთვალეთ, რომ თანდათანობით უკეთესი წელი გვაქვს, უკეთესი ჯავშნები მოდის, ხელახლა დაინიცირდა კანონი. მინდა ვიკითხო: რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა”, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ,,მედიაცენრ მთავარში” ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბანდებას ერიდებიან. ,,განა რას აკეთებს ეს კანონი ამდენს, რად ღირს ეს კანონი, როდესაც საუბარია ჩვენი სექტორისთვის მილიონობით შემოსავლის დაკარგვაზე. კანონს…

მეტი...

„რა გვინდა, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით“ – შალვა ალავერდაშვილი ტურისტების დაფრთხობაზე (video)

„რა გვინდა საერთოდ ვერ მივხვდით, საით მივდივართ ვერ მივხვდით, რას ვაკეთებთ ვერ მივხვდით და რატომ ვაკეთბს ვერ მივხვდით“ –  აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი  შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ჯავშნების 20-25% გაუქმებულია. მისივე ინფორმაციით, ქართველი ტურისტული კომპანიები, შექმნილი ვითარების გამო, უკვე აზერბაიჯანზე მუშაობენ. „ქართველი ტურ-ოპერატორები ძალიან ბევრ ჯავშანს აკეთებენ აზერბაიჯანში, რადგანაც იქ ძალიან ადვილია ტურისტის მიღება და მასპინძლობა. ტურისტული კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე, ჩვემთან კი ვიზებს გასცემენ ტურისტებზე და შემდეგ, ვიზიან ტურუსტებს უქმნიან პრობლემას და ქვეყანაში არ უშვენებ. რა გვინდა საერთოდ…

მეტი...

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა – არიან დაღუპულები

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან  მდინარეში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. დაღუპულები ეცერიდან, ძმები არიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.

მეტი...

,,როცა ექიმები სახლიდან გასვლის უფლებას მომცემენ, დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს და პროტესტს” – ქაცარავა

როცა ექიმები სახლიდან გასვლის უფლებას მომცემენ, დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს და პროტესტს, – ამბობს გამჭვირვალოსბის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს. ,,რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები ბუნებრივია დარჩენილია, ძლიერი ტვინის შერყევაა და წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი, ეს ჩაქცევებიც, დახრჩობის მცდელობის შედეგი სახეზეა, ესეც ჩაცხრომის გზაზეა. პირველი რასაც გავაკეთებ მას შემდეგ, რაც ექიმები მომცემენ უფლებას სახლიდან გასვლის, ბუნებრივია, დავუბრუნდები ოკუპაციის ხაზს და დავუბრუნდები პროტესტს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ის მიმდინარეობს. ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სრულ გამარჯვებამდე, ეს ტერორისტული რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს”, – ამბობს ქაცარავა.

მეტი...

,,გასაჯაროვდება ყველა პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ მოსამართლე, ვინც მონაწილეობს ტერორში” – ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” და ,,დროა”

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეების პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. განცხადება გააკეთეს “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა. ელენე ხოშტარიას თქმით, ერთიანი, ძლიერი და უწყვეტი აქციებისგან შეშინებული ხელისუფლება დაშინების სხვადასხვა მეთოდს იყენებს. თუმცა, მისი თქმით, დაისჯება ყველა სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ რეპრესიებშია ჩართული. ,,მინდა გირჩი-დროას სახელით გავაკეთო განცხადება. პირველი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი, როცა ჩვენ ვართ ერთად. ამიტომ, ეს პირიქით მეტყველებს ხელისუფლების სისუსტეზე. მეორე, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება მარტო. არავინ ამ ბრძოლაში სისტემასთან არ იქნება მარტო და ჩვენ, ყველანი…

მეტი...

,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ” – პაპუაშვილი

უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. „რაც შეეხება გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მაჩნია. დასცინის ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ…

მეტი...