,,არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ!” – 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება

,,რუსული კანონის” გასაპროტესტებლად დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. ,,დღეს, საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ: 1. ვუთხრათ – არა რუსულ კანონს! 2. ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს! 3. ვუთხრათ – არა ძალადობას! 4. ვუთხრათ – კი ევროპას! ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!! პასუხი ისევ ერთია – ვერ შეგვაშინებთ!”, – წერენ სტუდენტები.

მეტი...

,,ვუერთდებით გაფიცვას, სანამ კანონი არ იქნება გაუქმებული” – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი უერთდება სტუდენტების გაფიცვას და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ: ,,ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვსწავლობთ და განათლებას ვიღებთ ევროპული მოდელის შესაბამისად , მითუმეტეს, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს,“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ ჰქვია.გვსურს დავარღვიოთ დუმილი და პასუხი გავცეთ ძალადობას , რომელიც ხორციელდება თბილისში! არა რუსულ კანონს! ჩვენ ვგმობთ ძალადობას! ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 13 მაისიდან, ჩვენც შევუერთდეთ გაფიცვას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და მოვაწყოთ ოფიციალური გაფიცვა მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული ხელისუფლების მიერ! 1. 13 მაისიდან არ მოვალთ უნივერსიტეტში 2. არ დავესწრებით ლექციებს 3. მოვუწოდებთ…

მეტი...

,,შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” – გაფიცვას ,,კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც უერთდებიან

საერთო სტუდენტურ გაფიცვას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება დღეს სასწავლებელთან გააკეთეს და პარლამენტს მოუწოდეს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაიწვიოს რუსული კანონი: ,,საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე ქვეყანას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ…

მეტი...

,,დაასანქცირეთ ოლიგარქი ივანიშვილი” – კინზინგერი

,,საქართველო არასდროს მოიხრის ქედს რუსეთის წინაშე… დაასანქცირეთ ოლიგარქი ივანიშვილი”, – წერს X-ზე ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მეტი...

„ვერასოდეს აქცევთ ახალგაზრდების სიტყვას თქვენი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიბუნის ნაწილად“ – ნინო ბიწაძე

„დღეს საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრშია! უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც სახელმწიფო გადის მშვიდობიან გზას ევროპული, დასავლური მომავლისთვის” – აცხადებს  მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნინო ბიწაძე. ის საქართველოში ჯეიმს ო’ ბრაიენის ვიზიტს ეხმიანება და იმედი აქვს, რომ შეფასებებს არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთებს. „მისასალმებელია საქართველოში ჯეიმს ო’ ბრაიენის სტუმრობა. ვიმედოვნებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში, ცივი ხედვით და არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთებს შეფასებას! კანონის გამჭვირვალობა იძლევა საფუძველს, რომ ბატონმა ბრაიენმა დაინახოს ჩვენი სახელმწიფოს გლობალური პერსპექტივა და ევროპული ფასეულობების მაღალი სტანდარტი! მიმდინარე პროცესებში ჩართულია სრულიად საქართველო, რაც დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. დღეს, ისე…

მეტი...

რუსთაველი ისევ გადაკეტილია

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ ტერიტორია ისევ გადაკეტილია. ახალგაზრდები საავტომობილო გზაზე სხედან და ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ისინი მაინც ადგილზე რჩებიან.

მეტი...

,,ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა” – ლომჯარია

ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა, – წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ,,აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში. ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა”, – დაწერა ლომჯარიამ.

მეტი...

პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი”. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე. ,,სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული…

მეტი...

ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია

ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება. ისინი, ამ წუთებში, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. დახურულ კარს მიღმა ისინი რუსულ კანონსა და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსული კანონის განხილვის გამო, ის ევროკავშირის დელეგაციას არ შეხვდება. უცნობია შეხვდება თუ არა მათ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ან მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები.

მეტი...

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ისევ საპოლიციო ძალები განლაგდნენ

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებს 1 საათიანი შესვენების შემდეგ, ისევ საპოლიციო ძალები იკავებენ. ადგილზე ხმაური იყო, პოლიცია მომიტინგეებისგან გზის სავალი ნაწილის გახსნას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 1 საათის წინ, მას შემდეგ დატოვეს, რაც რუსული კანონის მესამე მოსმენით მიმღებმა დეპუტატებმა კომიტეტის 1 წუთიანი სხდომა დაასრულეს და პარლამენტიდან სწორედ საპოლიციო ძალების დახმარებით გაიყვანეს.

მეტი...

,,არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველო საელჩოს წინ შეიკრიბნენ და რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ,,მშვიდობიანი და მდუმარე აქცია გავმართეთ. საელჩოს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახური, რომელიც იდგა და მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდა დიდი ავტომანქანით. ეს არის დაშინების მცდელობა. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს საელჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც არიან ისრაელში, არიან არალეგალურად და შესაძლოა, დეპორტაციის ეშინოდეთ. ამიტომ, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ არა რუსულ მთავრობას.…

მეტი...

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღარ აპირებენ შევიდნენ ლექციებზე. ,,პირველ რიგში ვიტყვი, არა რუსულ კანონს, დადგა დრო და ჟამი გაიგოს ხალხმა რა აზრზე არიან წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები, დაწყებული პირველი კურსიდან დამთავრებული იმდენ კურსამდე რომელზეც არიან ისინი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ უკან არ გაიწვევენ რუსულ კანონს და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვეზარება აქ დგომა, არც დავიღლებით, არც წვიმა შეგვაშინებს, არც ქარი, არც თოვლი, თქვენთვის აჯობებს მალე გაიწვიოთ კანონი”, – ამბობს…

მეტი...

გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება გაიმართა

ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ ძალისხმევით,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა. შეკრებამ,რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. ამ ნაკადის მოსამზადებელი სემინარები და წვრთნები, 9 დღეს გასტანს. როგორც მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი, მალხაზ ქარაზანიშვილი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა აცხადებენ, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფები არა ერთი…

მეტი...

სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

სამართალდამცავებმა პარლამენტის უკანა შესასვლელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებმა შეძახილების ფონზე მიაცილეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე. მანამდე ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ წუთსა და 7 წამს გაგრძელებულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ,,რუსული კანონს” მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი და მაშინვე ,,ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოდან გავიდნენ.

მეტი...

აუდიტორიების არ შევალთ, სანამ კანონს არ გაიწვევენ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სტუდენტურ გაფიცვას შეუერთდნენ

ბათუმში ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. საზღვაო აკადემიასთან, ამ წუთებში, ის სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებიც გაიფიცნენ. ისინი მსვლელობით შეუერთდებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ,,აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით! გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მეტი...

,,პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 20 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება. ,,12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის…

მეტი...

67-წამიანი სხდომის შემდეგ ,,ოცნების” წევრები პარლამენტს ტოვებენ

,,ოცნების” დეპუტატები, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც ერთი წუთი და 7 წამი გაგრძელდა, პარლამენტს ტოვებენ. საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ მედიის წარმომადგენლებსაც. სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციონერების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი პოლიციამ შეაყოვნა და ვერც კი მოასწრეს სხდომაზე შესვლა.

მეტი...

,,კომიტეტზე რუსული კანონი პროცედურის დარღვევით დამტკიცდა” – ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციიდან ,,ევროპელი სოციალისტების” გარდა არავინ ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც სულ ერთ წუთს გაგრძელდა და სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. ,,დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცება მოხდა ყველა პროცედურის დარღვევით, არალეგიტიმულ ველში გადავიდა ხელისუფლება, ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ”, – ამბობს “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. ევროოპტიმისტების წარმომაგენელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციამ ისინი ჯერ გარეთ შეაყოვნეს, შემდეგ კი ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა, რადგან ის ერთ წუთში დასრულდა. ,,ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომლებზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ შევიდა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი და იქ რამდენიმე…

მეტი...

,,რუსული კანონის” მიღება საზოგადოების დაკვეთაა – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება ,,საზოგადოების დაკვეთა” იყო. ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიციას და ამტკიცებს, რომ სამართალდამცავები პროპორციულად მოქმედებენ. ,,ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველას შესაძლებლობა ჰქონდა, რედაქციული შენიშვნები დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდნენ ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად. აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება,…

მეტი...

კანონი 1 წუთსა და 7 წამში დაამტკიცეს

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონი მესამე მოსმენით 1 წუთსა და 7 წამში დაამტკიცა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განხილვას სწორედ ეს დრო დასჭირდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის ნულ სართულზე, კინოდარბაზში გაიმართა. შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვეს. პარლამენტს გარეთ კი საპროტესტო აქცია გრძელდება, მობილიზებულია სპეცრაზმი, პოლიცია და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს კიდეც. არიან ნაცემებიც. კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ და დაამტკიცებენ კიდეც.  

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა ,,რუსულ კანონს” III მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხომდა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ,,წარმოდგენილია ტექსტი, გარკვეული რედაქტირებებით, რედაქციულად, მხოლოდ გარამატიკულად, დარიგებულია… შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ წარმოდგენილ ტექსტს, დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტი დასრულებულია”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...

,,მონებო, რუსებო” – პარლამენტში ,,ოცნების” დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ

,,მონებო, რუსები” – პარლამენტში ,,ოცნების” დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ. 9 საათზე დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა, პოლიცია.

მეტი...