„ვერასოდეს აქცევთ ახალგაზრდების სიტყვას თქვენი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიბუნის ნაწილად“ – ნინო ბიწაძე

„დღეს საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრშია! უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც სახელმწიფო გადის მშვიდობიან გზას ევროპული, დასავლური მომავლისთვის” – აცხადებს  მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნინო ბიწაძე.

ის საქართველოში ჯეიმს ო’ ბრაიენის ვიზიტს ეხმიანება და იმედი აქვს, რომ შეფასებებს არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთებს.

„მისასალმებელია საქართველოში ჯეიმს ო’ ბრაიენის სტუმრობა. ვიმედოვნებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში, ცივი ხედვით და არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთებს შეფასებას! კანონის გამჭვირვალობა იძლევა საფუძველს, რომ ბატონმა ბრაიენმა დაინახოს ჩვენი სახელმწიფოს გლობალური პერსპექტივა და ევროპული ფასეულობების მაღალი სტანდარტი! მიმდინარე პროცესებში ჩართულია სრულიად საქართველო, რაც დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, დაცულია სიტყვის და მანიფენსტაციების თავისუფლება“ – აცხადებს ბიწაძე.

საკრებულოს წარმომადგენელი  ამბობს, რომ საპროტესტო  აქციებზე  რუსეთიდან დაფინანსებულები არიან.

„ქართული სახლემწიფო არ დაუშვებს დესტრუქციული ძალების მიერ ახალგაზრდა თაობის ექსესებში ჩართვას, თუ ეს ძალა პირდაპირპროპორციულია ძალადობასთან, ბულინგთან და ანტისახელმწიფოებრივ ხედვასთან! ვერასოდეს აქცევთ ახალგაზრდების სიტყვას თქვენი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიბუნის ნაწილად! დღეს, პოლიტიზირებულ მედიას ეძახით გამჭვირვალობას! სირცხვილია! შეგახსენებთ, რომ მძიმედ გვახსოვს თქვენი მართული სახელმწიფო! საქართველო აღარ დაუშვებს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, ევროპულ ინტეგრაციას! გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი ხედვაა და გადაწყვეტილებას მხოლოდ ქვეყნის ღირებულებებზე დაყრდნობით მივიღებთ. საკანონმდებლო უმრავლესობა მუდმივ კონტაქტზე იყო და არის ყველასთან, ვისაც პოლიტიკური პრეფერენციები და ქვეყნის ბედი აღელვებს, მიუხედსავად ამისა, აქციაზე ვხედავთ სწორედ რუსეთიდან დაფინანსებულებს! ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, სუვერენული და ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო! მისაღებია მეგობარი სახელმწიფოების ხედვები, მაგარამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ -საქართველო! ამ პროცესს დღეს ვეღარაფერი შეაჩერებს! #არარუსულკანონს #კიქართულკანონს #ქართულიევროპა“ – აცხადებს ბიწაძე.

მსგავსი თემები